იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ - კვირის პალიტრა

იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ

სადაზღვევო კომპანია იმედი L-ს მომხმარებლისთვის სიახლე აქვს. იმ შემთხვევაში, თუ იმედი L-ში ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის მფლობელები,ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას პორტალიდან შეიძენენ, 3 თვის განმავლობაში, დაზღვევით უფასოდ ისარგებლებენ.

პასუხისმგებლობის დაზღვევა ფინანსური დაცვის მექანიზმია, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევისას მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანს ფარავს და მომხმარებელს ზედმეტი ხარჯისგან იცავს.

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის - ავტოკლიკის შეძენა ონლაინ, იმედი L-ის ვებგვერდიდან მარტივად და სწრაფადაა შესაძლებელი. უკვე არსებული მომხმარებლები კი, დაზღვევის გააქტიურებას პირადი სივრციდან შეძლებენ.

როგორც იმედი L-ში ამბობენ, მნიშვნელოვანია ადამიანებს ესმოდეთ ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის საჭიროება და უპირატესობა. ეს იდეა კი თავის მხრივ ემსახურება მომხმარებლის ქცევის წახალისებას, შეიძინონ ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა და ისარგებლონ პოლისით, რომელიც მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს.

R