სუნამოს ბოთლში ჩასხმული საწამლავი, რომელმაც ბრიტანელი ქალი მოკლა - პუტინის რეჟიმის შემთხვევითი მსხვერპლი - კვირის პალიტრა

სუნამოს ბოთლში ჩასხმული საწამლავი, რომელმაც ბრიტანელი ქალი მოკლა - პუტინის რეჟიმის შემთხვევითი მსხვერპლი

"ბრი­ტა­ნე­ლი დონ სტერ­ჯე­სის სიკ­ვდილ­ზე მო­რა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ვლა­დი­მერ პუ­ტინს ეკის­რე­ბა" - ამის შე­სა­ხებ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ლორდმა ენ­ტო­ნი ჰი­უზ­მა გა­ნა­ცხა­და.

ბრი­ტა­ნე­ლი ქალი საბ­რძო­ლო ნერ­ვულ-პა­რა­ლი­ტი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა "ნო­ვი­ჩო­კით" მო­წამ­ვლის შე­დე­გად 2018 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. ჰი­უზ­მა კი ახლა გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ლორდ ჰი­უზ­მა თქმით, რო­გორც რუ­სე­თის აგენ­ტე­ბის, ისე ყვე­ლა იმ პი­რის ქმე­დე­ბა რომ­ლებ­მაც ყო­ფი­ლი ГРУ-ს თა­ნამ­შრომ­ლის სერ­გეი სკრი­პა­ლის მო­წამ­ვლა­ზე გას­ცეს ნე­ბარ­თვა, თა­ვად პუ­ტი­ნის ჩათ­ვლით, "აღ­მაშ­ფო­თებ­ლად უპა­სუ­ხის­მგებ­ლოს" მო­იქ­ცნენ.

"სკრი­პა­ლის სახ­ლის კა­რის სა­ხე­ლურ­ზე ძლი­ე­რი შხა­მის წას­მი­თა და "ნო­ვი­ჩო­კის" ნარ­ჩე­ნე­ბით სავ­სე ფლა­კო­ნის გა­დაგ­დე­ბით, რუს­მა აგენ­ტებ­მა, გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხე­ში ჩა­აგ­დეს —სწო­რედ ამ ქმე­დე­ბე­ბის მსხვერ­პლი გახ­და დონ სტერ­ჯე­სი" - აცხა­დებს ლორდ ჰი­უ­ზი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი რუ­სე­თი კვლავ უარ­ყოფს სკრი­პა­ლე­ბის მო­წამ­ვლა­ში ნე­ბის­მი­ერ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ჰი­უ­ზის ან­გა­რი­შის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას­თან ერ­თად ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­ა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის მთელს სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვას — ГРУ-ს (სრუ­ლი­ად: გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო) და მის 11 თა­ნამ­შრო­მელს სან­ქცი­ებს უწე­სებს."დღე­ი­დან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო უწე­სებს სან­ქცი­ებს რუ­სე­თის მთელ სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვას - ГРУ-ს. ГРУ-ს აგენ­ტე­ბი ას­რუ­ლე­ბენ პუ­ტი­ნის მი­თი­თე­ბებს, ცდი­ლო­ბენ უკ­რა­ი­ნის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას და ქა­ო­სის და­თეს­ვას მთელ ევ­რო­პა­ში. ეს ნა­ბი­ჯი დონ სტერ­ჯე­სის სიკ­ვდილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ან­გა­რი­შის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას­თან ერ­თად გა­და­იდ­გა" - ვკი­თხუ­ლობთ ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დონ სტერ­ჯე­სი და მისი პარტნი­ო­რი ჩარ­ლი რო­უ­ლი რუ­სე­თის აგენ­ტე­ბის შემ­თხვე­ვი­თი მსხვერ­პლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ, იმ აგენ­ტე­ბის, რომ­ლებ­მაც 2018 წლის მარ­ტში სკრი­პა­ლი და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი "ნო­ვი­ჩუ­კით" მო­წამ­ლეს.

გააგრძელეთ კითხვა