კადიროვის სიამაყეს „გროზნო-სიტის“ ცათამბჯენსაც დაარტყეს - როგორ გაამწარეს უკრაინელებმა "პუტინის ყველაზე ერთგული ჯარისკაცი"
5 დეკემბრის დილას ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს ცენტრში საჰაერო დარტყმა განხორციელდა „გროზნო-სიტის“ კომპლექსზე, რაც რამზან კადიროვისთვის დიდ მორალურ დარტყმადაც იქცევა, რადგან ეს კომპლექსი მისი პირადი დიდი სიამაყის საგანი გახლდათ...
ჯერ კიდევ 2007 წლიდან დაიწყო გროზნოს ცენტრში ცათამბჯენების კომპლექსის მშენებლობა რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის ხარჯზე, რითაც პუტინს თავისი მოსახლეობისთვის და მსოფლიოსთისაც უნდა დაემტკიცებინა, რომ ჩეჩნეთში მშვიდობამ დაისადგურა და მან „ჩეჩნური პრობლემა“ საბოლოოდ მოაგვარა, რადგან იმავე რუსული ბომბდამშენებიდან დაუნდობლად დაბომბილ ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში უკვე ისეთი ცათამბჯენების მშენებლობას იწყებენ, რის მაგვარიც ბევრი ევროპული ქვეყნის დედაქალაქშიც კი არ არისო...
„გროზნო-სიტის“ დაზიანებული ცათამბჯენი უკრაინული კამკაძე-დრონის შეტევის შედეგად...
შესაბამისად, „გროზნო-სიტის“ ცათამბჯენების მშენებლობას პირადად ხელმძღვანელობდა „პუტინის ყველაზე ერთგული ჯარისკაცი“(როგორც ის თავის თავს უწოდებს) რამზან კადიროვი და ამით განსაკუთრებით ამაყობდა...
2011 წლისთვის „გროზნო-სიტის“ კომპლექსის მშენებლობა დასრულდა. ის მოიცავდა შვიდ ცათამბჯენს, მათ შორის ერთ 40 სართულიანს, ერთ 30 სართულიანს, სამ 28 სართულიანს და ორ 18 სართულიან შენობას, რომლებშიც განთავსდა, როგორც საცხოვრებელი ბინები,ისე ოფისები, სავაჭრო ცენტრი და ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო.
დღევანდელი საჰაერო დარტყმა, რომელიც ეჭვის გარეშე,უკრაინულმა კამიკაძე-დრონმა დიდი სიზუსტით შეასრულა, განხორციელდა „გროზნო-სიტის“ იმ ცათამბჯენზე, რომელშიც განთავსებულია ჩეჩნეთის რესპუბლიკის რიგი სამინისტროები და თვით ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს ოფისი, რაც ამართლებს უკრაინულ საჰაერო შეტევის სამიზნის ამორჩევის კრიტერიუმს...
ასევე დაგაინტერესებთ: "ქიმიური სკანდალის" მთავარი ვერსია: გაბედავდა თუ არა ვინმე თბილისისთვის "კამიტის" მიყიდვას და რა შეიძლება მომხდარიყო 2024 წლის დეკემბერში, რუსთაველის გამზირზე?!
პუტინი "ვირზე შეჯდა" ანუ 5-საათიანი წყლის ნაყვა კრემლში - მშვიდობა არ იქნება?!
თბილისში სამი საზენიტო „სპაიდერი“ ისრაელიდან უკრაინულ „რუსლანს“ ჩამოუტანია...
ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს შეეძლო თავისი თვალით ეხილა უკრაინელების შურისმაძიებელი დარტყმის შედეგი თავისივე კაბინეტის ფანჯრებიდან, პრეზიდენტის რეზიდენცია სულ რაღაც რვაას მეტრში მდებარეობს „გროზნო-სიტიდან“...
ეს, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კადიროვის ჩეჩნეთზე განხორციელებული მეოთხე უკრაინული საჰაერო დარტყმაა და თუკი აქამდე უკრაინული კამიკაძე-დრონები წერტილოვან შეტევებს ახორციელებდნენ გროზნოში, შატოიში და გუდერმესში დისლოცირებულ ჩეჩნურ და რუსულ სამხედრო ნაწილებზე, ამჯერად შეტევა მოხდა პუტინ-კადიროვის რეჟიმის ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოზე „გროზნი-სიტიზე“...