"ჩვილების დედამ TikTok-ზე დადო ვიდეო, ბავშვებს ვყიდიო. მამამისმა მითხრა, 500 ლარი ჩა­მი­რი­ცხე და მო­ვალ, ისე შვი­ლი არ მა­ინ­ტე­რე­სებს, სა­დაც უნდა იქ წა­ვი­დეს, გინ­და მოკ­ვდე­სო" - შუახევში დედისგან მიტოვებული ტყუპისა და გმირი ბებიის შოკისმომგვრელი ამბავი - კვირის პალიტრა

"ჩვილების დედამ TikTok-ზე დადო ვიდეო, ბავშვებს ვყიდიო. მამამისმა მითხრა, 500 ლარი ჩა­მი­რი­ცხე და მო­ვალ, ისე შვი­ლი არ მა­ინ­ტე­რე­სებს, სა­დაც უნდა იქ წა­ვი­დეს, გინ­და მოკ­ვდე­სო" - შუახევში დედისგან მიტოვებული ტყუპისა და გმირი ბებიის შოკისმომგვრელი ამბავი

შუ­ა­ხე­ვის მა­ღალმთი­ან სო­ფელ ჩან­ჩხა­ლო­ში, იქ, სა­დაც გა­და­ად­გი­ლე­ბაც კი ჭირს და კლდე­ე­ბი­დან ქვე­ბი ცვი­ვა, ერთი შე­ხედ­ვით და­უ­ჯე­რე­ბე­ლი, ფილ­მის სცე­ნა­რის მსგავ­სი დრა­მა ვი­თარ­დე­ბა.

ეს არის ამ­ბა­ვი 44 წლის მა­რი­ნა ბე­ბი­ა­ზე, რო­მელ­მაც სა­კუ­თარ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე უარი თქვა, რათა 17 წლის რძლის­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი ჩვი­ლი ტყუ­პე­ბი - ნიკა და ლუკა გა­და­ერ­ჩი­ნა.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა ოჯახს აა­კი­თხა და გა­და­ცე­მა­ში მოჰ­ყვა ემო­ცი­უ­რი ის­ტო­რი­ას ოჯახ­ზე, სა­დაც დე­დამ „თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ შვი­ლებ­ზე მაღ­ლა და­ა­ყე­ნა, ბე­ბია კი პა­ტა­რე­ბის­თვის დე­დაც გახ­და და მა­მაც.

"მუც­ლი­დან­ვე ცდი­ლობ­და ბავ­შვე­ბის მო­შო­რე­ბას"

რო­გორც მა­რი­ნა აბა­ში­ძე იხ­სე­ნებს, რძა­ლი ოჯახ­ში 17 წლის ასაკ­ში შე­მო­ვი­და. თა­ვი­დან ყვე­ლა­ფე­რი თით­ქოს რიგ­ზე იყო, თუმ­ცა პრობ­ლე­მე­ბი ორ­სუ­ლო­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო. ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას ოჯა­ხი აღარ უნ­დო­და და ბავ­შვე­ბის მო­ცი­ლე­ბას სა­ში­ნე­ლი მე­თო­დე­ბით ცდი­ლობ­და.

"ძა­ლი­ან მალე აე­რია თავ­გზა... ბევ­რჯერ ეცა­და, რომ ბავ­შვე­ბი მუც­ლი­დან­ვე და­ე­კარ­გა. თით­ქოს წა­იქ­ცა, თით­ქოს გა­და­ვარ­და, რა­ღა­ცა­ზე და­ე­ცა - სპე­ცი­ა­ლუ­რად აკე­თებ­და ასეთ რა­ღა­ცებს, რომ მუ­ცე­ლი მოშ­ლო­და. მუც­ლი­დან­ვე ვი­ცავ­დი, რომ არა­ფე­რი მოს­ვლო­დათ პა­ტა­რებს“, - იხ­სე­ნებს მა­რი­ნა.

"ბავ­შვებს ვყი­დი, უპატ­რო­ნოდ ვარ" - შოკი სამ­შო­ბი­ა­რო­ში

ტყუ­პე­ბი 8-თვი­ა­ნე­ბი და­ი­ბად­ნენ. მა­შინ, როცა ჩვი­ლე­ბი ჯერ კი­დევ აპა­რატ­ზე იყ­ვნენ შე­ერ­თე­ბულ­ნი და სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძოდ­ნენ, ოჯახ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შო­კის­მომ­გვრე­ლი გან­ცხა­დე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნა.

"ბავ­შვე­ბი 2 დღის გა­ჩე­ნი­ლე­ბი იყ­ვნენ, აპა­რა­ტებ­ზე ჰყავ­დათ... ამ დროს ჩემ­მა შვილ­მა მის TikTok გვერ­დზე ნახა ვი­დეო წარ­წე­რით: 'ბავ­შვებს ვყი­დი, უპატ­რო­ნოდ ვარ“. მა­შინ­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მივცვივ­დით. ვკი­თხეთ, რას სჩა­დი­ო­და... სა­ბო­ლო­ოდ ბავ­შვე­ბი გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, მაგ­რამ სულ იმას გა­ი­ძა­ხო­და - არ მინ­და ოჯა­ხი, თა­ვი­სუფ­ლე­ბა მინ­დაო“.

გაქ­ცე­ვა და ულ­მო­ბე­ლი დამ­შვი­დო­ბე­ბა

ყვე­ლა­ზე მძი­მე მო­გო­ნე­ბა ბე­ბი­ის­თვის რძლის წას­ვლის დღეა. მა­რი­ნა, რო­მე­ლიც ღა­მით რეს­ტო­რან­ში ჭურ­ჭლის მრე­ცხა­ვად მუ­შა­ობ­და, დღი­სით რძალს ეხ­მა­რე­ბო­და, სთა­ვა­ზობ­და ცალ­კე ცხოვ­რე­ბას და ფი­ნან­სურ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, ოღონდ ბავ­შვე­ბი არ მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ გადაცემა