"ყველაფერი დავტოვე და წამოვედი იძულებით ემიგრაციაში... მანამდე, გავუძელი უმუშევრობას" - დავით ლოლაძის ახალი ცხოვრება ამერიკაში - კვირის პალიტრა

"ყველაფერი დავტოვე და წამოვედი იძულებით ემიგრაციაში... მანამდე, გავუძელი უმუშევრობას" - დავით ლოლაძის ახალი ცხოვრება ამერიკაში

ექი­მი და­ვით ლო­ლა­ძე, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა იც­ნობს, ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და. ის ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და ექი­მის პრო­ფე­სი­ი­თაც იქ მუ­შა­ობს. ამ­ბობს, რომ ემიგ­რა­ცია იძუ­ლე­ბი­თია.

მან ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ქარ­თველ ჟურ­ნა­ლისტს ალექ­სი მეგ­რე­ლიშ­ვილს, ნიუ-იორკში მის­ცა.

და­ვით ლო­ლა­ძე: "ეს იყო გა­სუ­ლი წლის 11 ნო­ემ­ბერს. ამე­რი­კა არ იყო ჩემ­თვის უცხო. ხში­რად დავ­დი­ო­დი, 2010 წელი იყო პირ­ვე­ლად ჩემი ჩა­მოს­ვლის დრო. ვიც­ნობ ნიუ-იორკს, ვიც­ნობ რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქს. ნუ გან­სა­კუთ­რე­ბით ვიცი, რა რუ­ტი­ნაა ჩვენს სფე­რო­ში და ზო­გა­დად, აქ ადა­მი­ა­ნე­ბი რო­გორ ცხოვ­რო­ბენ. ანუ ჩემ­თვის ეს ემიგ­რა­ცი­ის და­სა­წყი­სი იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი... არა­ნა­ი­რი ამ­ბი­ცია იმის, რომ მე სამი დიდი კლი­ნი­კის მთა­ვა­რი ექი­მი ვი­ყა­ვი, ცნო­ბი­ლი ექი­მი ვარ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქი­რურ­გი ვარ, ოთხი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა... აი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ტრა­პთან დავ­ტო­ვე, ჩა­ი­ბა­რეთ და წა­ვე­დი. ჩვენ ვი­ცით, რომ სა­ნამ მარ­თლა სიკ­ვდი­ლის პი­რას არ მი­ვალთ, ექიმ­თან მის­ვლა ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს ეზი­ზღე­ბა და ეზა­რე­ბა და ეში­ნია ან ფი­ნან­სე­ბი არ არის. ნამ­დვი­ლად. ეს აქაც ასეა. ... ამე­რი­კე­ლი პა­ცი­ენ­ტი თუ შენ­თან მო­ვი­და და შენს ოფის­შია, ესე იგი უკვე გენ­დო­ბა. მას კი­თხვე­ბი აქვს მხო­ლოდ თა­ვი­სი ჯან­მრთე­ლო­ბის ირ­გვლივ.

რე­ა­ლუ­რად უნდა ვა­ღი­ა­რო და ალ­ბათ პირ­ვე­ლად დღეს, რომ ეს არის ემიგ­რა­ცია, რო­მე­ლიც არის ჩემი ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. არას­დროს არ ყო­ფი­ლა ჩემი ოც­ნე­ბა ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბა. ... მე წა­მოს­ვლამ­დე წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი პრაქ­ტი­კულ უმუ­შევ­რო­ბას გა­ვუ­ძე­ლი, იმი­ტომ, რომ ვე­ლო­დე­ბო­დი, რომ ქვე­ყა­ნა­ში იქ­ნე­ბო­და ცვლი­ლე­ბა.

არ ვიცი ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზი რა იყო სი­ნამ­დვი­ლე­ში, ვერ ამიხ­სნეს. ... მე მერე მო­ვი­თხო­ვე ამ ადა­მი­ა­ნებ­თან ერთი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი შეხ­ვედ­რა და და­ნარ­ჩე­ნე­ბი აი, იპა­რე­ბოდ­ნენ შუა შეხ­ვედ­რი­დან. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ვა­პი­რებ შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბებ­ში და შე­სა­ბა­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში იქ­ნე­ბა ის რე­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა, რაც უნდა იყოს. რა­საც ჰქვია ევ­რო­პუ­ლი, და­სავ­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა. მე ვა­პი­რებ, რომ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ქარ­თველ პა­ცი­ენ­ტებს არ მო­ვაკ­ლო ძა­ლი­ან მალე და პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­ვი­დე და გა­ვა­კე­თო ოპე­რა­ცი­ე­ბი.

გააგრძელეთ კითხვა