“სექსი დიდ ქალაქში“-ს 69 წლის ვარსკვლავი დაქორწინდა - მისი რჩეული 54 წლის ხმის რეჟისორია: დახურული ცერემონიის დეტალები - კვირის პალიტრა

“სექსი დიდ ქალაქში“-ს 69 წლის ვარსკვლავი დაქორწინდა - მისი რჩეული 54 წლის ხმის რეჟისორია: დახურული ცერემონიის დეტალები

სე­რი­ალ „სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში“-ს ვარ­სკვლა­ვი, 69 წლის კიმ კეტ­რო­ლი მე­ო­თხედ და­ქორ­წინ­და. მისი რჩე­უ­ლი 15 წლით უმ­ცრო­სი - 54 წლის ხმის ინ­ჟი­ნე­რი რა­სელ ტო­მა­სია.

ჟურ­ნალ People-ის ცნო­ბით, წყვი­ლის სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნია ლონ­დონ­ში გა­ი­მარ­თა.

წყვილ­მა ჩელ­სის ძველ მე­რი­ა­ში იქორ­წი­ნა. რო­გორც ამ­ბო­ბენ ცე­რე­მო­ნი­ას მხო­ლოდ 12 სტუ­მა­რი და­ეს­წრო.

“ცე­რე­მო­ნი­ას, „მშვი­დი“ და „თა­ვი­სუ­ფა­ლი“ იყო. რო­გორც ამ­ბო­ბენ, წყვი­ლი თით­ქმის ათი წელი ხვდე­ბო­და ერ­თმა­ნეთს. მათ ქორ­წი­ლი ოჯა­ხის წევ­რებ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნეს,“ - წერს და­სავ­ლუ­რი მე­დია.

კეტ­როლ­მა ცე­რე­მო­ნი­ა­ზე Dior-ის კოს­ტი­უ­მი მო­ირ­გო, რო­მე­ლიც მის­მა დიდი ხნის კო­ლე­გამ და „სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში“-ს ყო­ფილ­მა კოს­ტი­უ­მე­ბის დი­ზა­ი­ნერ­მა პატ­რი­ცია ფილდმა შექ­მნა. ჟურ­ნალ People-ის ცნო­ბით, ბრი­ტა­ნელ-კა­ნა­დელ-ამე­რი­კელ­მა მსა­ხი­ობ­მა კოს­ტუ­მი შე­ავ­სო კორ­ნე­ლია ჯე­იმ­სის ნაზი თეთ­რი მაქ­მა­ნე­ბი­ა­ნი ხელ­თათ­მა­ნე­ბით და ფი­ლიპ ტრე­ი­სის მიერ შეკ­ვე­თით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ქუ­დით.

გააგრძელეთ კითხვა