ევროვიზია 2026-ს ბოიკოტს უცხადებენ ირლანდია, ესპანეთი და ნიდერლანდები - რას მოითხოვენ ისინი?
ირლანდია, ესპანეთი და ნიდერლანდები 2026 წლის ევროვიზიის კონკურსს ისრაელის მონაწილეობის გამო ბოიკოტს უცხადებენ. აღნიშნული ქვეყნები კონკურსიდან ისრაელის გარიცხვას მოითხოვდნენ.
თუმცა, ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ახალი დაცვის ზომების შესახებ კენჭისყრა გაიმართა, წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მონაწილეობასთან დაკავშირებით დამატებითი კენჭისყრა არ ჩატარდება.
ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, RTVE-ის განცხადებით, მაუწყებლის დირექტორთა საბჭო ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში შეთანხმდა, რომ ესპანეთი ევროვიზიას გამოეთიშებოდა, თუ ისრაელი მონაწილეობას მიიღებდა.
ირლანდიის RTÉ-მ განაცხადა, რომ მისი აზრით, „კონკურსში მონაწილეობა შეუძლებელია ღაზაში სიცოცხლის საშინელი დანაკარგებისა და იქ არსებული ჰუმანიტარული კრიზისის გათვალისწინებით, რომელიც კვლავ საფრთხეს უქმნის ამდენი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს“.
წაიკითხეთ სრულად ბმულზე