"შეგნებულად თქვა უარი ოჯახის შექმნასა და შვილების გაჩენაზე" - ტრაგედიები, დაკარგული სახლი და მარტოობა, როგორც არჩევანი: რას წერს რუსული მედია ნიკოლოზ ცისკარიძეზე - კვირის პალიტრა

"შეგნებულად თქვა უარი ოჯახის შექმნასა და შვილების გაჩენაზე" - ტრაგედიები, დაკარგული სახლი და მარტოობა, როგორც არჩევანი: რას წერს რუსული მედია ნიკოლოზ ცისკარიძეზე

თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ლე­გენ­და, რო­მელ­მაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა დიდ თე­ატრს მი­უ­ძღვნა, ეს სიყ­ვა­რუ­ლი მის­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბაც აღ­მოჩ­ნდა და წყევ­ლაც. სცე­ნამ მას ყვე­ლა­ფე­რი შე­უც­ვა­ლა: ოჯა­ხი, შვი­ლე­ბი და უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნუ­რი სი­ხა­რუ­ლი. 51 წლის ასაკ­ში ის კვლავ ერ­თგუ­ლია თა­ვი­სი ერ­თა­დერ­თი რჩე­უ­ლი­სა - ბა­ლე­ტის.

"ბა­ლე­ტის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის­თვის ნი­კო­ლოზ ცის­კა­რი­ძე არ­ტისტზე მე­ტია - ის უკვე სი­ცო­ცხლე­ში­ვე გახ­და ლე­გენ­და. სცე­ნა­ზე მისი ყო­ვე­ლი გა­მოს­ვლა დიდი სა­ნა­ხა­ო­ბაა" - წერს რუ­სუ­ლი მე­დია ქარ­თვე­ლი წარ­მო­შო­ბის რუს ვარ­სკვლავ­ზე.

ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც ად­რე­ულ ასაკ­ში და­ი­წყო

ნი­კო­ლოზ ცის­კა­რი­ძე თბი­ლის­ში, 1973 წლის 31 დე­კემ­ბერს, ახა­ლი წლის ჯა­დოს­ნურ ღა­მეს და­ი­ბა­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რად მის მა­მად ით­ვლე­ბო­და მე­ვი­ო­ლი­ნე მაქ­სიმ ნი­კო­ლო­ზის ძე, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა მათი მე­ზო­ბე­ლი იყო. ეს კაცი გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლდათ და სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი ჰყავ­და. რო­დე­საც ნი­კო­ლოზ­მა სი­მარ­თლე შე­ი­ტყო, უკვე გვი­ა­ნი იყო - მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა გარ­დაც­ვლი­ლი­ყო.

თა­ვად ნი­კო­ლო­ზი დღემ­დე ფიქ­რობს, იცო­და თუ არა იმ მა­მა­კაც­მა თა­ვი­სი მა­მო­ბის შე­სა­ხებ. ერთხელ ის თა­ვის ნა­ხე­ვარძმა­საც შეხ­ვდა, მაგ­რამ ეს ნაც­ნო­ბო­ბა ტრა­გი­კუ­ლი აღ­მოჩ­ნდა: მისი ძმა კო­ვი­დის შე­დე­გებს ებ­რძო­და და შეხ­ვედ­რი­დან მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

დე­დის რის­ხვა და "ჟი­ზე­ლის" ჯადო

ნი­კო­ლაი მა­მი­ნაც­ვალ­მა გა­ზარ­და, რო­მე­ლიც დე­და­ზე 16 წლით უმ­ცრო­სი იყო. დედა ლა­მა­რა ფი­ზი­კა­სა და მა­თე­მა­ტი­კას ას­წავ­ლი­და. მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო მა­მაც. მშობ­ლე­ბი ბიჭს ხში­რად დაჰ­ყავ­დათ გა­მო­ფე­ნებ­სა და თე­ატ­რებ­ში. პა­ტა­რა კო­ლია გა­მო­ფე­ნებ­სა და წარ­მოდ­გე­ნებ­ზე და­დი­ო­და, მაგ­რამ ბა­ლეტ „ჟი­ზე­ლის“ ნახ­ვის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი და­ა­ვი­წყდა. იმ დღი­დან ცის­კა­რი­ძე ცეკ­ვით „და­ა­ვად­და“. გააგრძელეთ კითხვა