"შეგნებულად თქვა უარი ოჯახის შექმნასა და შვილების გაჩენაზე" - ტრაგედიები, დაკარგული სახლი და მარტოობა, როგორც არჩევანი: რას წერს რუსული მედია ნიკოლოზ ცისკარიძეზე
თბილისში დაბადებული ლეგენდა, რომელმაც მთელი ცხოვრება დიდ თეატრს მიუძღვნა, ეს სიყვარული მისთვის ბედნიერებაც აღმოჩნდა და წყევლაც. სცენამ მას ყველაფერი შეუცვალა: ოჯახი, შვილები და უბრალო ადამიანური სიხარული. 51 წლის ასაკში ის კვლავ ერთგულია თავისი ერთადერთი რჩეულისა - ბალეტის.
"ბალეტის თაყვანისმცემლებისთვის ნიკოლოზ ცისკარიძე არტისტზე მეტია - ის უკვე სიცოცხლეშივე გახდა ლეგენდა. სცენაზე მისი ყოველი გამოსვლა დიდი სანახაობაა" - წერს რუსული მედია ქართველი წარმოშობის რუს ვარსკვლავზე.
ტრაგედია, რომელიც ადრეულ ასაკში დაიწყო
ნიკოლოზ ცისკარიძე თბილისში, 1973 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს დაიბადა. ოფიციალურად მის მამად ითვლებოდა მევიოლინე მაქსიმ ნიკოლოზის ძე, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი ბიოლოგიური მამა მათი მეზობელი იყო. ეს კაცი გავლენიანი პიროვნება გახლდათ და საკუთარი ოჯახი ჰყავდა. როდესაც ნიკოლოზმა სიმართლე შეიტყო, უკვე გვიანი იყო - მისი ბიოლოგიური მამა გარდაცვლილიყო.
თავად ნიკოლოზი დღემდე ფიქრობს, იცოდა თუ არა იმ მამაკაცმა თავისი მამობის შესახებ. ერთხელ ის თავის ნახევარძმასაც შეხვდა, მაგრამ ეს ნაცნობობა ტრაგიკული აღმოჩნდა: მისი ძმა კოვიდის შედეგებს ებრძოდა და შეხვედრიდან მალევე გარდაიცვალა.
დედის რისხვა და "ჟიზელის" ჯადო
ნიკოლაი მამინაცვალმა გაზარდა, რომელიც დედაზე 16 წლით უმცროსი იყო. დედა ლამარა ფიზიკასა და მათემატიკას ასწავლიდა. მასწავლებელი იყო მამაც. მშობლები ბიჭს ხშირად დაჰყავდათ გამოფენებსა და თეატრებში. პატარა კოლია გამოფენებსა და წარმოდგენებზე დადიოდა, მაგრამ ბალეტ „ჟიზელის“ ნახვის შემდეგ ყველაფერი დაავიწყდა. იმ დღიდან ცისკარიძე ცეკვით „დაავადდა“. გააგრძელეთ კითხვა