ულამაზესი იპონი და ილია სულამანიძე ტოკიოს "გლანდ სლემის" გამარჯვებულია - კვირის პალიტრა

ულამაზესი იპონი და ილია სულამანიძე ტოკიოს "გლანდ სლემის" გამარჯვებულია

ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე ტო­კი­ოს "გლანდ სლე­მის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. ის ფი­ნალ­ში ია­პო­ნელ მე­ტო­ქეს შეხ­ვდა და 2 წუთ­ში დოტა არაი იპო­ნით და­ა­მარ­ცხა.

ია­პო­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ ტო­კი­ო­ში, ძი­უ­დოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი ტურ­ნი­რი, ტო­კი­ოს გრანდ სლე­მი­დღეს და­ი­წყო.

ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა (-57 კგ) და გი­ორ­გი ჯაბ­ნი­აშ­ვილ­მა (-90 კგ), ბრინ­ჯა­ოს მედ­ლე­ბი მო­ი­პო­ვეს. ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა ფრან­გი სარა ლე­ო­ნი სი­სი­კის და­ა­მარ­ცხა, ხოლო ჯაბ­ნი­აშ­ვილ­მა იტა­ლი­ელ ტი­ცი­ა­ნო ფალ­კო­ნეს სძლია.

შე­გახ­სე­ნებთ, ტო­კი­ოს გრანდ სლემ­ზე უკა­ნას­კნე­ლად ოქ­როს მე­და­ლი 2019 წელს მო­ვი­პო­ვეთ, მა­შინ 90 კგ-ის ფი­ნალ­ში ბექა ღვი­ნი­აშ­ვილ­მა დავ­ლათ ბო­ბო­ნოვს იპო­ნით მო­უ­გო.