სუს-ის მიერ ამოღებული ქიმიური ნივთიერება იგივეა, რაც... CS-ი ანუ „იასამნის აირი“! - კვირის პალიტრა

სუს-ის მიერ ამოღებული ქიმიური ნივთიერება იგივეა, რაც... CS-ი ანუ „იასამნის აირი“!

რამდენიმედღიანი მოლოდინის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან გამოძიებამ ამოიღო კვლევის 25 ნიმუში, რომლებზეც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ქიმიური ნივთიერება,რომელსაც მინიჭებული საერთაშორისო ტრანსპორტირებისკოდი UN3439,სინამდვილეში აღმოჩნდა არა brombenzilcianidi, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა „კამიტის“ საბრძოლო მომწამვლელი ნითიერების სახელით, არამედ ,,ქლორობენზილიდინმალონონიტრილი’’- ნიმუშის სახით ამოღებულია 17.5 კილოიანი კასრი, რომელშიც ხსენებული ფხვნილი ინახებოდა. მასზე დაკრულია ნივთიერების მომწოდებელი ორგანიზაციის მიერ დამზადებული საინფორმაციო სტიკერი, სადაც სხვაუამრავ მონაცემთან ერთადაღნიშნულია როგორც ხსენებულინივთიერების დასახელება,,ქლორობენზილიდინმალონონიტრილი’’, ასევე მინიჭებული საერთაშორისო ტრანსპორტირებისკოდი UN3439-აცხადებენ სუს-ში...

ლურჯ კასრს, რომლშიც ეს ნივთიერება იყო განთავსებული აწერია o-chlorobenzylidene malononitrile ,რაც იმას ნიშნავს,რომ მასში მოთავსებულიაCS-ი ანუ „სირენის აირი“,ოღონდ ფხვნილის სახით,რომლის გასახსნელადაც გამოიყენებოდა ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი,რომელიც სხვა არაფერია ,თუ არა...ჩვეულებრივი ანტიფრიზი...

რა გამოდის?

ბრიტანულმა BBC-მ საქართველოდან ინფორმატორებზე დაყრდნობით გაარკვია რა,რომ შსს-ს საწყობებში ინახებოდა „qimiuri fxvniliUN3439“,ჩათვალა,რომ ეს მაინდამაინც brombenzilcianidi ანუ „კამიტი“ უნდა ყოფილიყო და ამაზე ააგო თავისი სერიოზული ბრალდების მთავარი ხაზი,არადა კოდი UN3439 ენიჭება იმ ქიმიურ ნივთიერებებს, რომელთა საერთაშორისო ტრანსპორტირება ხორციელდება და ეს ტვირთი საშიშად ითვლება გადაზიდვის პროცესში.

სუს-ის განცხადებით-ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით გამოძიების მიერ შინაგან საქმეთასამინისტროს განსაკუთრებულდავალებათა დეპარტამენტიდანამოღებული ნივთიერებებიწარმოადგენენ - პირველი: ქიმიურინივთიერება ,,ქლორობენზილიდინმალონონიტრილი’’. მეორე: ქიმიურინივთიერება - ტრიქლორეთილენი (ამშემთხვევაში საუბარია ჩამოწერილნაშთზე 880 ლიტრის ოდენობით). მესამე: ქიმიური ნივთიერება - პროპილენგლიკოლი.

2 დეკემბრის ამავე ბლოგის სტატიაში „რას წარმოადგენს Bromobenzyl Cyanide, რომელიც BBC-ის მტკიცებით, თბილისში გამოიყენეს?! - ქიმიურიიარაღი ომებში და მისგან თავისდაცვის ხერხები“,ვწერდით,რომ „1930-იან წლებამდე ბრომბენზილციანიდსპერიოდულად იყენებდა აშშ-ისპოლიცია დემონსტრაციებისდასაშლელად, თუმცა შემდგომში ისჩაანაცვლეს უფრო მსუბუქიშედეგების მქონექლორბენზალმალონოდინიტრილით, რომელიც უფრო CS-ის სახელითაა ცნობილი და „იასამნის აირსაც“ ეძახიან. ის გამოიყენება აეროზოლისსახით, როგორც არალეტალურიიარაღი დემონსტრანტების დასაშლელად - მსოფლიოს თითქმისყველა საპოლიციო სტრუქტურისმიერ“.