(VIDEO) "დილას" იტალიელმა მწვრთნელმა ქურთუკი გაიძრო და საჩხუბრად მოემზადა... დიდი გაწევ-გამოწევა გორში! - კვირის პალიტრა

(VIDEO) "დილას" იტალიელმა მწვრთნელმა ქურთუკი გაიძრო და საჩხუბრად მოემზადა... დიდი გაწევ-გამოწევა გორში!

ფეხბურთი ემოციების გარეშე არ არსებობს, მით უმეტეს, ამა თუ იმ მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ემოციები კიდევ უფრო მძაფრდება და ერთი ნაპერწკალია საჭირო, რომ მოხდეს ის, რაც გორში "დილა"-"დინამოს" თამაშის დასრულების შემდეგ მოხდა.

გვესმის, რომ "დილას" მწვრთნელი დიეგო ლონგო განაწყენებული იყო მატჩის ფინალით და არც ის ვიცით, რამ გამოიწვია დაპირისპირება, მაგრამ მწვრთნელს არ ეკადრება, როცა მოედანზე საქმის გასარჩევად შედის, მერე ქურთუკს იხდის და პირდაპირ საჩხუბრად იწევს.

დიახ, ეს ყველაფერი ძალიან კარგად გვესმის, მაგრამ მწვრთნელს (თუნდაც ჩხუბის მოთავე არ იყოს) მოეთხოვება, მოთოკოს ნერვები შეგირდებისა და გულშემატკივრებისა წინაშე!