მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა - ვიდეო
UFC 323-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.
ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მართალია ქართველი აქტიურობდა და იანს ძირითადად სახეში ურტყამდა, "მანქანამ" საფირმო "თეიქდაუნები" ვერ შემოგვთავაზა და მეტოქისგან არაერთი მტკივნეული დარტყმა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ თუ მერაბი გამარჯვებას მოახერხებდა, იგი გახდებოდა პირველი მებრძოლი UFC-ში, რომელიც ერთ კალენდარულ წელში საჩემპიონო ქამრის დაცვას 4-ჯერ მოახერხებდა.
ამ მარცხით დვალიშვილის ზედიზედ 14-მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა. სუპერ მსუბუქ წონას კი იანის სახით ახალი ჩემპიონი ჰყავს. ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება დვალიშვილისა და იანის მესამე რემატჩი.
34 წლის მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 26 შეხვედრის შემდეგ 21 გამარჯვება აქვს.