“თქვენი გულისთვის მზად ვარ სიკვდილისთვის! იმედია ჩემთან ერთად ხართ...“ - მერაბ დვალიშვილი მარცხის შემდეგ ქართველ გულშემატკივრებს მიმართავს - კვირის პალიტრა

“თქვენი გულისთვის მზად ვარ სიკვდილისთვის! იმედია ჩემთან ერთად ხართ...“ - მერაბ დვალიშვილი მარცხის შემდეგ ქართველ გულშემატკივრებს მიმართავს

UFC-ის ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი პი­ოტრ იან­თან მარ­ცხის შემ­დეგ ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებს და ოჯახს მი­მარ­თავს.

რო­გორც სპორ­ტსმე­ნი აცხა­დებს, მზად არის ბრძო­ლის­თვის და დღე­ვან­დელ­მა წა­გე­ბამ ის უფრო გა­აძ­ლი­ე­რა.

“ვიბ­რძო­ლეთ. სამ­წუ­ხა­როდ ჩემ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ გა­ი­მარ­ჯვა, მაგ­რამ რას ვი­ზამთ, სპორ­ტია. დღეს არ წა­ვი­და ჩემი ბრძო­ლა... გავ­რის­კე და ვინც არ რის­კავ ნა­ბეღ­ლავს არ სვამ­სო...

მი­ზე­ზე­ბი ძებ­ნად არ და­ვი­წყებ, მაგ­რამ დავ­ბრუნ­დე­ბი უფრო ძლი­ე­რი და ყო­ველ­თვის როცა წა­მი­გია, უფრო ძლი­ე­რი დავ­ბრუ­ნე­ბულ­ვარ, ასეც იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში. ყო­ველ­თვის ჩავ­დებ ჩემს მაქ­სი­მუმს და შრო­მა არც აქამ­დე და­მიკ­ლია და არც მო­მა­ვალ­ში და­ვაკ­ლებ.

მად­ლო­ბა ყვე­ლა ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს, მიყ­ვარ­ხართ და თქვე­ნი გუ­ლის­თვის და­ვი­ხარ­ჯე­ბი ბო­ლომ­დე. იმე­დია ჩემ­თან ერ­თად ხართ, იმე­დია ერ­თად ვართ ბრო­ლა­ში. მიყ­ვარ­ხართ, თქვე­ნი გუ­ლის­თვის მზად ვარ სიკ­ვდი­ლის­თვის.

მად­ლო­ბა ჩემს ოჯახს. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა დედი, მიყ­ვარ­ხარ, შენ გე­ნაც­ვა­ლე... მაგ­რად ვარ და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვარ რო­გორც არას­დროს. მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვარ, პა­ტა­რა ნა­კაწ­რე­ბი მაქვს სა­ხე­ზე, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა.

გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს,“ - აღ­ნიშ­ნავს დვა­ლიშ­ვი­ლი.

ქარ­თველ­მა ჩემ­პი­ონ­მა მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა სუ­პერმ­სუ­ბუ­ქი წო­ნის სა­ჩემ­პი­ო­ნო ქა­მა­რი დათ­მო. UFC 323-ზე გა­მარ­თუ­ლი ხუთ­რა­უნ­დი­ა­ნი და­ძა­ბუ­ლი ბრძო­ლის შემ­დეგ, მსა­ჯე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად პი­ოტრ იანი გა­მო­ცხად­და.