სამი არასრულწლოვანი გოგონა თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა - რა მოხდა თელავის ერთ-ერთ სოფელში? - კვირის პალიტრა

სამი არასრულწლოვანი გოგონა თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა - რა მოხდა თელავის ერთ-ერთ სოფელში?

თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სამი არასრულწლოვანი გოგონა თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 12-13 წლის გოგონებმა მეზობელ სოფელში მდებარე სკოლაში, ერთ-ერთ მოსწავლეს, თანატოლ გოგონას მანამდე არსებული კონფლიქტის გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს, რაზე უარის მიღების შემდეგაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"