"ძალიან გვიმძიმს ჩვენი ბასლას გარეშე" - რესტორანი "ქვევრი"განცხადებას ავრცელებს და ლაშა ბასლანძის ვიდეოს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"ძალიან გვიმძიმს ჩვენი ბასლას გარეშე" - რესტორანი "ქვევრი"განცხადებას ავრცელებს და ლაშა ბასლანძის ვიდეოს აქვეყნებს

5 დეკემბერს ლაშა ბასლანძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. რესტორან "ქვევრის" ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ემოციურ განცხადებას და ლაშა ბასლანძის ვიდეოს აქვეყნებს.

"ძალიან გვიმძიმს ჩვენი ბასლას გარეშე, ეს მონატრება ყოველ დღე უფრო და უფრო რთული ხდება. დღეს 40 დღე გავიდა ლაშა ბასლანძის გარდაცვალებიდან.

ბასლა იყო "ქვევრის" გული. ადამიანი, ვინც ქმნიდა, მუდმივად ანვითარებდა, ზრუნავდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ "ქვევრი" ყოფილიყო ისეთივე ძლიერი, როგორიც მან დაგვიტოვა და არის დღეს!

მისთვის ეს ადგილი უბრალოდ რესტორანი არ იყო, ეს იყო მისი ცხოვრება, მისი სიყვარული და მისი ყოველდღე შექმნილი შინაგანი სითბო.

დღეს, როგორც ლაშას მეგობრები, ძმაკაცები და ოჯახის წევრები, ერთად ვაგრძელებთ იმას, რაც მან დაიწყო.

ვაგრძელებთ იმიტომ, რომ ვიცით სწორედ ასე უნდოდა მას.

ლაშა მუდამ იქნება "ქვევრში".

ყოველ ხმაში, ყოველ სტუმარში, ყოველ წარმატებაში და ყოველი დღის მონდომებაში.

მის ხსოვნას ვიხსენებთ მადლიერებით და უსასრულო სიყვარულით.

გვიყვარხარ ბასლა" - ნათქვამია "ქვევრის" განცხადებაში.