"ეს იქნებოდა მკვლელობა, მკვლელობა მოხრჩობით" - რას ამბობს მაიკლ ბადენი ანა იანუშაიტიტეს საქმეზე?
ჟურნალისტმა ლაშა კვესელაძემ, ამერიკაში ყოფნის დროს 12 წლის მოზარდის, ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება გააგრძელა. "ფორმულას" სიუჟეტში ამერიკელი პროფესორი, მაიკლ ბადენი ამბობს, რომ 12 წლის გოგონა მოკლეს.
ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი, ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი 2023 წლის 16 მარტს იპოვეს.