მსოფლიოს პრინციპული დერბები - კვირის პალიტრა

მსოფლიოს პრინციპული დერბები

(გაგრძელება. დასაწყისი იხ. "კვირის პალიტრა" #48)

"მილანი" - "ინტერი"

1899 წლის 16 დეკემბერს ინგლისელმა ალფრედ ედვარდსმა შექმნა გუნდი, რომელსაც "მილანის კრიკეტისა და ფეხბურთის კლუბი" უწოდა. 9 წლის განმავლობაში ის ერთადერთი კლუბი იყო ქალაქში, 1908 წელს კი გუნდს უცხოელი ფეხბურთელები გამოეყვნენ და შექმნეს "ინტერნაციონალე" - შემოკლებით "ინტერი". სათამაშო მოედანზე "მილანი" და "ინტერი"­ პირველად სწორედ 1908 წელს შეხვდნენ ერთმანეთს და დაპირის­პირებაც დაიწყო...

პირველი დერბი შვეიცარიის ქალაქ კიასოში გაიმართა. მილანური კლუბები ქალაქის თასისთვის იბრძოდნენ. მაშინ შავ-წითლებმა 2:1 მოუგეს ახალშექმნილ გუნდს. ერთი წლის შემდეგ მილანელები უკვე იტალიის ჩემპიონატზეც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და "მილანმა" აქაც გაიმარჯვა ანგარიშIით 3:2.

იტალიის სერია A-ს გათამაშება 1929 წელს დაიწყო და პირველი დერბი იმავე წლის 10 ნოემბერს შედგა. მილანელმა ვისენტინიმ მე-6 წუთზე გახსნა ანგარიში, სამ წუთში ტანსინიმ გაათანაბრა, მე-60 წუთზე კი "ინტერის" ლეგენდამ, ჯუზეპე მეაცამ, გადამწყვეტი გოლით გუნდს 2:1 მოაგებინა.

დერბი "დელა მადონინამ" განსაკუთრებული ინტერესი 90-იან წლებში შეიძინა. მაშინ "მილანში" ჰოლანდიელთა ტრიო - ფრანკ რეიკარდი, მარკო ვან ბასტენი და რუუდ გულიტი - შესანიშნავ სეზონს ატარებდა, "ინტერში" კი გერმანელები - ლოთარ მათეუსი, ანდრეას ბრემე და იურგენ კლინსმანი ბრწყინავდნენ. მიუხედავად ამისა, "ინტერი" მხოლოდ ერთ "სკუდეტოს" დაეუფლა 1989 წელს, "მილანმა" კი 1988 წლიდან 1994 წლამდე ყველა ტიტული მოიგო, თან არაერთხელ.

1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდია და გერმანია სან-სიროზე შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ბევრი ამ მატჩს მილანურ დერბადაც მოიხსენიებდა, რადგან ზემოხსენებული ფეხბურთელების დაპირისპირება საყოველთაო ინტერესს იწვევდა. მაშინ გერმანიამ 2:1 მოიგო ინტერელების გოლების წყალობით.

b485d91b-be05-41e5-8a11-368c1ef2779b-1765135860.jpg

"ინტერმა" 1989 წლის შემდეგ პირველი "სკუდეტო" 2006 წელს მიიღო - მას შემდეგ, რაც ცნობილი სკანდალის გამო "იუვენტუსი" სერია B-ში დააქვეითეს, ჯილდო ჩამოართვეს და "ნერაძურის" ("ინტერი"-"მილანის" საფეხბურთო კლუბი, მეტსახელად "ნერაძური") გადასცეს...

ყველაზე ცნობილი დერბი ევროთასების­ სტატუსით გაიმართა. 2005 წლის 12 აპრილს "მილანი" და "ინტერი" ჩემპიონთა­ ლიგის განმეორებით შეხვედრაში სან-სიროზე შეხვდნენ. პირველი მატჩი "მილანს" ჰქონდა მოგებული - 2:0, საპასუხო შეხვედრაშიც ანგარიში მილანელმა ანდრეი შევჩენკომ გახსნა, მაგრამ მეორე ტაიმში ესტებან კამბიასომ გაათანაბრა, თუმცა გერმანელმა მსაჯმა მარკუს მერკმა გოლი არ ჩათვალა და უხეში თამაშისთ­ვის არგენტინელი გა­ა­ფრ­თხილა კიდეც, რამაც "ინტე­რის" გულშემ­ატკივრები ისე აღაშფოთა­, მინდორზე­ ათასგვარი ნივთის სროლა დაიწყეს, მათ შოOრის ანთებული მაშხალების,­ რომელიც "მილანის" მეკარე დიდას მოხვდა თავში. დიდამ თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და აბიატიმ შეცვალა... ნახევარი საათის შემდეგ ფეხბურთელები კვლად დადგნენ ერთმანეთის­ პირისპირ, მაგრამ მატჩი მაინც ვერ დასრულდა - "ინტერის" გულშემატკივრებმა კვლავ დაიწყეს ნივთების სროლა და მსაჯმა თამაში შეწყვიტა... დიდამ პირველი ხარისხის დამწვრობა მიიღო, თუმცა, ამის მიუხედავად, არც ერთი მატჩი არ გამოუტოვებია. საქმე "უეფას" სადისციპლინო კომისიას გადაეცა, მათ კი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს: "უეფას" ისტორი­აში "ინტერი" ყველაზე დიდი თანხით - 200.000 ევროთი დააჯარ­იმეს. გარდა ამისა, "ნერაძურის" 0:3 წაგება ჩაეთვალა და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ოთხი საშინაო მატჩის ცარიელი ტრიბუნებიYთ ჩატარებამ მოუწია. ორი მატჩის ჯამში "მილანმა" 5:0 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა...

dida-1765135859.jpg

მილანური დერბის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება 2000-2001 წლების სეზონში დაფიქსირდა. მაშინ "მილანმა" ანგარიშIთ 6:0 დაამარცხა თანაქალაქური კლუბი. იმ ისტორიულ მატჩში ანდრეი შევჩენკომ და სერჟინიომ ორ-ორი გოლი გაიტანეს, თითო ბურთიც ფედერიკო ჯიუნტიმ და ჯანი კომანდინიმ გაიტანეს. ყველაზე შედეგიანი დერბი კი 1949-50 წლების სეზონში გაიმართა - 1949 წლის 6 ნოემბერს "ინტერმა" 6:5 მოიგო.

დერბის რეკორდსმენია "მილანის" ყოფილი კაპიტანი პაოლო მალდინი, რომელმაც "ინტერის" წინააღმდეგ 50 შეხვედრა ჩაატარა! ბოლო დაპირისპირებისას "ნერაძურის" გულშემატკივრებმა საოცარი­ გაცილება მოუწყვეს მეტოქე გუნდის უძლიერეს მცველს. თამაშის დასრულების შემდეგ ამოაბრუნეს ბანერები წარწერით: "25 სეზონი ჩვენი მოწინააღმდეგე იყავი, მაგრამ ცხოვრებაში სამართლიანი დარჩი, მადლობა, პაოლო!". ტიფოზებმა ტაშით გააცილეს მალდინი. შავ-ლურჯების ამ ჟესტმა მაშინ ყველა აღაფრთოვანა.

ნიკოლოზ თევდორაშვილი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)