ტრაგედია ფოთში - ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ტრაგედია ფოთში - ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

ფოთში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. ცეცხლი რუხაძის ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გვიან ღამით გაჩნდა. მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მობილიზებული იყო პოლიცია.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"