"ურსას" შემდეგ, დუეტი "ჯორჯია"... - ემიგრანტთა მნიშვნელოვანი ნაწილის ბოიკოტი და პროტესტი რიგი ქართველი არტისტების მიმართ: "კონცერტი არ ჩატარდება! აგერ ჩვენ და აგერ თქვენ!“ - კვირის პალიტრა

"ურსას" შემდეგ, დუეტი "ჯორჯია"... - ემიგრანტთა მნიშვნელოვანი ნაწილის ბოიკოტი და პროტესტი რიგი ქართველი არტისტების მიმართ: "კონცერტი არ ჩატარდება! აგერ ჩვენ და აგერ თქვენ!“

ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თულ დი­ას­პო­რა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო მღელ­ვა­რე­ბაა. პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად ევ­რო­პის ცალ­კე­ულ ქა­ლა­ქებ­ში და­ი­წყო, ახლა უკვე ფარ­თო მას­შტა­ბებს იძენს. ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­შობ­ლო­დან ჩა­სულ მომ­ღერ­ლებ­სა თუ მსა­ხი­ო­ბებს სავ­სე დარ­ბა­ზე­ბით ხვდე­ბო­და, დღეს რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ა­ზეა.

გერ­მა­ნია, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და სა­ბერ­ძნე­თი - ეს ის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი არე­ა­ლია, სა­დაც ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ნა­წი­ლის­თვის კარი ლა­მის და­ი­ხუ­როს. ემიგ­რან­ტთა გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის და ცალ­კე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ეს არ არის აგ­რე­სია ხე­ლოვ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ეს არის პა­სუ­ხი იმ დუ­მილ­სა თუ მხარ­და­ჭე­რა­ზე, რო­მელ­საც არ­ტის­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­ფერ­ხე­ბის ფონ­ზე იჩე­ნენ.

პრე­ცე­დენ­ტი გერ­მა­ნი­ა­ში: ჯგუფ "ურ­სას“ სკან­და­ლიმოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრი თავ­და­პირ­ვე­ლად გერ­მა­ნია გახ­და. 20 ნო­ემ­ბერს და­დას­ტურ­და ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბო­და - ქა­ლაქ ნი­დერ­კა­სელ­ში და­გეგ­მი­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯგუ­ფის, "ურ­სას“ კონ­ცერ­ტი გა­უქ­მდა.

თავ­და­პირ­ვე­ლი გეგ­მით, ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი "პე­პე­ლა“ იყო. და­ჯავ­შნი­ლი იყო სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და აქ­ტი­უ­რი სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნია, თუმ­ცა სი­ტუ­ა­ცია მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც ად­გი­ლობ­რივ­მა ქარ­თვე­ლებ­მა ჯგუ­ფის წევ­რე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცია გა­აპ­რო­ტეს­ტეს.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ერ­თო­ბის“ და რი­გი­თი ემიგ­რან­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მი­უ­ღე­ბე­ლია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მას­პინ­ძლო­ბა, რომ­ლე­ბიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი. ემიგ­რან­ტთა პო­ზი­ცია ასე­თი გახ­ლდათ:

"იმ პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭერ მომ­ღერ­ლებს, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის პრო­ცე­სი დაბ­ლო­კა და ქვე­ყა­ნა­ში რეპ­რე­სი­ებს ატა­რებს, ევ­რო­პა­ში არა­ფე­რი ესაქ­მე­ბათ“.

საქ­მე­ში გერ­მა­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბიც ჩა­ერ­თნენ. მას შემ­დეგ, რაც ემიგ­რან­ტებ­მა პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­ნა­ცხა­დი შე­ი­ტა­ნეს კონ­ცერ­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის გა­მარ­თვის თა­ო­ბა­ზე, პა­სუხ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. გერ­მა­ნულ პო­ლი­ცი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 24 სა­ა­თი დას­ჭირ­და. უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი­სა და მო­სა­ლოდ­ნე­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კონ­ცერ­ტი გა­უქ­მე­ბუ­ლად გა­მო­ცხად­და. ემიგ­რან­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ეს ფაქ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრე­ცე­დენ­ტია და სა­ფუძ­ვლად და­ე­დე­ბა დი­ას­პო­რებ­ში ღირ­სე­ბი­სა და უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას.

"ურსა" კი ამ­ტკი­ცებ­და, რომ თით­ქოს კონ­ცერ­ტი მა­ინც ჩა­ა­ტა­რეს, თუმ­ცა მათ ჩვენ­თან ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ ისურ­ვეს.

"ტაშ-ფან­დუ­რით ფულს ვერ იშო­ვით“ - პრო­ტეს­ტის ტალ­ღა ამე­რი­კა­შიგერ­მა­ნი­ის მოვ­ლე­ნე­ბი მა­ლე­ვე გა­და­ე­დო ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­საც, სა­დაც ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რა არა­ნაკ­ლებ აქ­ტი­უ­რია. 6 დე­კემ­ბერს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია "დუეტ ჯორ­ჯი­ას“ (მაკა ზამ­ბა­ხი­ძე და რატი დურ­გლიშ­ვი­ლი) კონ­ცერ­ტის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ.

აშშ-ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, ნა­ტა­ტო გი­ორ­გა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ და ემო­ცი­ურ მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს. მისი თქმით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "დიდი პრო­ტეს­ტის“ შე­დე­გია.

ემიგ­რან­ტე­ბის გუ­ლის წყრო­მას იწ­ვევს არა მხო­ლოდ არ­ტის­ტე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა, არა­მედ მათი გულ­გრი­ლო­ბა იმ პრობ­ლე­მე­ბის მი­მართ, რაც სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს აწუ­ხებთ - მათ შო­რის, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­ზღუდ­ვა და ხმის უფ­ლე­ბის ფაქ­ტობ­რი­ვი წარ­თმე­ვა.

გააგრძელეთ კითხვა