"მთელი სოფელი ამ ტრაგედიას გლოვობს... ლოლიტა კლინიკაში, ფაქტობრივად, მკვდარი მიიყვანეს" - რას ჰყვებიან გარდაცვლილ ფეხმძიმე ქალზე
გუშინ ცნობილ გახდა, რომ ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში, ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა. ლოლიტა პაპავას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
ჩოხატაურის სოფელ ბუკნარის მკვიდრი AMBEBI.GE-თან ტრაგედიის შესახებ საუბრობს:
“ლოლიტა პაპავა 7 თვის ფეხმძიმე იყო, მე-4 შვილს ელოდა. მის ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. ძალიან კარგი ახალგაზრდა ქალი იყო, როგორ გვენანება... ლოლიტა ცუდად გახდა, მდგომარეობა დაუმძიმდა და კლინიკაში, ფაქტობრივად, მკვდარი მიიყვანეს. ორსული ქალი და მისი შვილიც კერძო კლინიკაში - „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ გარდაიცვალა. არ ვიცით, რა მოხდა კონკრეტულ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ნაყოფი მოწყვეტილი იყო და ქალს პერიტონიტი განუვითარდა“, - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.
"მთელი სოფელი ამ ტრაგედიას გლოვობს, 4 შვილის დედას, რომელიც მე-5 შვილს ელოდებოდა, მაგრამ უფალმა მასთან წაიყვანა ორივე" - წერენ ახლობლები.
"წარმოუდგენლად, შემზარავი ინფორმაციით გათენდა დღევანდელი დილა! მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა შენი გარდაცვალების ამბავი...