"გომელაური გაუგებრობაში მოყოლილი მინისტრი იყო, პასუხისმგებლობა სულ სხვაგან მიდის... გგონიათ, ხარაზიშვილი სადისტია და თვითონ ჩაყარა ნივთიერება თავისი სურვილით?" - კვირის პალიტრა

"გომელაური გაუგებრობაში მოყოლილი მინისტრი იყო, პასუხისმგებლობა სულ სხვაგან მიდის... გგონიათ, ხარაზიშვილი სადისტია და თვითონ ჩაყარა ნივთიერება თავისი სურვილით?"

რე­ჟი­მი არ გა­ჩერ­დე­ბა, ყვე­ლა­ფერ­ზე ბო­ლომ­დე წავა, იმოქ­მე­დებს იქამ­დე, სა­ნამ ჩვენ სა­დღაც არ გა­ვა­ჩე­რებთ. გა­ჩერ­დე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მის ძა­ლა­დო­ბას და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა გა­და­უ­ლა­ხა­ვი ძალა, რო­მე­ლიც მას და­აფრ­თხობს და შე­ა­ში­ნებს, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა, გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, ქვე­ყა­ნა­ში არ არი­ან იმ წო­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც პრო­ტეს­ტში მყო­ფი ხალ­ხის ძა­ლის კონ­სო­ლი­და­ცი­ას მო­ახ­დენს."ეს არის რე­ჟი­მის თვი­სე­ბა, ერ­თგვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ბუ­ლი­მია ახა­სი­ა­თებს რე­ჟიმს, უნდა შე­ჭა­მოს ყვე­ლა­ფე­რი, რისი შეჭ­მაც შე­იძ­ლე­ბა და ჭა­მენ... ვერ ძღე­ბი­ან ძა­ლა­უფ­ლე­ბით. გა­სა­გე­ბია ის შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რო­მე­ლიც ამ კა­ნონ­შია, და­ნარ­ჩე­ნი ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

რო­დე­საც რე­ჟი­მი ასე გი­ტევს, ის ბო­ლომ­დე წავა. ჩვენ არ უნდა გვქონ­დეს იმის ილუ­ზია, რომ ის სა­დღაც გა­ჩერ­დე­ბა. არ გა­ჩერ­დე­ბა, ის სულ უნდა ვი­თარ­დე­ბო­დეს, სულ უფრო და უფრო მეტი შე­ზღუდ­ვე­ბი უნდა შე­მოჰ­ქონ­დეს იმი­ტომ რომ თუ გა­ჩერ­და, მას უჩ­ნდე­ბა შიში, რომ გა­ჩე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ჩა­მო­ი­შა­ლოს. იმოქ­მე­დებს იქამ­დე, სა­ნამ ჩვენ სა­დღაც არ გა­ვა­ჩე­რებთ. გა­ჩერ­დე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მის ძა­ლა­დო­ბას და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა ძალა, გა­და­უ­ლა­ხა­ვი ძალა, რო­მე­ლიც მას და­აფრ­თხობს და შე­ა­ში­ნებს.

ძა­ლას ახლა კი ვხე­დავ, მაგ­რამ ეს ძალა არის დაქ­საქ­სუ­ლი. ძა­ლი­ან დიდი ძა­ლაა, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ და პრო­ფე­სი­ულ ჯგუ­ფებ­შია დაქ­საქ­სუ­ლი. პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა არ ჰყავს, რომ ამის კონ­სო­ლი­და­ცია მო­ახ­დი­ნოს. სამ­წუ­ხა­როდ, არ გვყავს იმ ტი­პის პო­ლი­ტი­კუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­აგ­რო­ვოს და ერ­თი­ან დი­ნე­ბა­ში მო­აქ­ცი­ოს“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

გააგრძელეთ კითხვა