რას ამბობს ნატო გელაშვილი ინფორმაციაზე, თითქოს, "ჭოხოები" საახალწლოდ 35 400 ლარად იმღერებენ: "იფანტაზიორონ და იყონ"
ნატო გელაშვილი: "ჯერ არც ვიცით, რამდენ ლარად ვიმღერებთ, საერთოდ უფასოდ წავალთ თუ რას გავაკეთებთ ახალ წელს" - კომპოზიტორის კომენტარი შექმნილ აჟიოტაჟზე
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ახალციხეში "ჭოხოები" საახალწლოდ 35 400 ლარად იმღერებენ, რამაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის აგრესია, აღშფოთება გამოიწვია და კითხვის ნიშნები გააჩინა...
შექმნილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით ცნობილ კომპოზიტორს, ავტორ-შემსრულებელს - ნატო გელაშვილს პირადად დავუკავშირდით...
- არ ვყვები კონკრეტული საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მათია ტელევიზიაც, საიტიც და რაც უნდათ, ის წერონ და იკითხონ!
- ანუ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია?
- არა, რა თქმა უნდა! ჯერ საერთოდ არაფერია გადაწყვეტილი, თუ რამდენ ლარად ვიმღერებთ, საერთოდ უფასოდ წავალთ, თუ რაც იქნება... რასაც გავაკეთებთ, მაგ არხის გადასაწყვეტი არ არის! ამიტომაც არ ვყვები არანაირად, თუ რას წერენ და კითხულობენ!
- არ არის გადაწყვეტილი ახალ წელს ახალციხეში იმღერებთ თუ სხვაგან?
- არა, ჩემო კარგო! ჯერ არაფერია გადაწყვეტილი... იფანტაზიორონ და იყონ, არანაირი პრობლემა არ არის! დღეს, იცით, როგორი სისტემაა, გადასული არიან ასეთებზე.
საერთოდ არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული კონცერტის შესახებ და მაგათ თუ გადაწყვიტეს, სიამოვნებით წავალ და ვიმღერებ!
(სპეციალურად საიტისთვის)