პოლონეთის სასამართლომ მძიმე ბრალდებით დაკავებული ქართველი მოულოდნელად დარბაზიდან გაათავისუფლა - საქმის ახალი დეტალები
პოლონური მედია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ვარშავის სასამართლოს ხმაურიან გადაწყვეტილებას უკავშირდება. მოსამართლემ პატიმრობიდან გაათავისუფლა საქართველოს მოქალაქე, ლაშა ს., რომელიც პოლიციამ საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი, დატენილი იარაღით აიყვანა და რომელსაც პროკურატურა მძიმე დანაშაულებში ადანაშაულებდა.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მოსამართლემ მიიღო მოულოდნელი გადაწყვეტილება, რომ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ბრალდებულს პატიმრობაში ყოფნა არ სჭირდებოდა და ის დარბაზიდან გაუშვა.საქმე ეხება ინციდენტს, რომელიც ვარშავაში 2025 წლის იანვარში მოხდა. პოლონეთი-ხორვატიის საფეხბურთო მატჩის შემდეგ, პოლიციელმა ხალხმრავლობაში საეჭვო მამაკაცი შენიშნა. ჩხრეკის შედეგად მას "სიგ საუერის" ტიპის დატენილი ცეცხლსასროლი იარაღი და ქამარში დამალული დანა აღმოაჩნდა. დაკავებული გამოძიების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ საბერძნეთის მოქალაქე იყო და სამართალდამცავებს ყალბ ბერძნულ პასპორტს წარუდგენდა, თუმცა ექსპერტიზამ მალევე დაადგინა, რომ ის სინამდვილეში საქართველოს მოქალაქეა. გააგრძელეთ