"ლევ დენგოვზე ქორწინების შემდეგ,, მისი ცხოვრება ზღაპარს დაემსგავსა" - 4-მილიონიანი რეზიდენცია და საკოლექციო ავტომობილები - რას წერს რუსული მედია ქეთა თოფურიას მდიდრულ ცხოვრებაზე?
"რეზიდენცია 4 მილიონ დოლარად და საკოლექციო ავტომობილები: ქეთა თოფურიას მდიდრული ცხოვრება“, - ამ სათაურით მომღერლის მდიდრულ ცხოვრებაზე რუსული მედია მორიგ სტატიას აქვეყნებს.
მას შემდეგ, რაც თოფურია რუსი ბიზნესმენის ლევ დენგოვის ცოლია, ადგილობრივი მედია ხშირად ინტერესდება ქეთას ქონებით.
ჯგუფ "ა-სტუდიოს" სოლისტმა, ქეთა თოფურიამ ცოტა ხნის წინ, საკუთარ თავს ნამდვილი დღესასწაული მოუწყო. მომღერალმა დუბაიში, მდიდრულ იახტაზე დაისვენა, სადაც უფროს შვილებთან - 10 წლის ოლივიასთან და 4 წლის ადამთან ერთად იმყოფებოდა. რაც შეეხება უმცროს ქალიშვილს, ერთი წლის ნიკოლს, მომღერალმა ტრადიცია არ დაარღვია და პატარა კადრს მიღმა დატოვა, რადგან საჯაროდ უმცროსი შვილის გამოჩენას ქეთა და მისი მეუღლე ჯერჯერობით ერიდებიან.
შემოქმედებიდან გლამურისკენ: რატომ საუბრობენ ქეთას ცხოვრების სტილზე უფრო მეტს, ვიდრე მის სიმღერებზე?
ბოლო დროს მედია და თაყვანისმცემლები სულ უფრო იშვიათად საუბრობენ ქეთას მუსიკალურ პროექტებზე, თუმცა დიდი ინტერესით განიხილავენ მის დახვეწილ სტილსა და ვარსკვლავური ცხოვრების წესს. ამის მიზეზი კი ნამდვილად არსებობს - ბიზნესმენ ლევ დენგოვზე ქორწინების შემდეგ, თოფურიას ცხოვრება ლამაზ ზღაპარს დაემსგავსა. ვრცლად