უმძიმესი ტრაგედია რუსეთში - ღრმა დეპრესიაში მყოფი ბლოგერი ქალი, რომელიც 5 წელი შვილის გაჩენას ცდილობდა,16 დღის ვაჟის მკვლელობისთვის დააკავეს
სანქტ-პეტერბურგში დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. 36 წლის ბლოგერმა და ქოუჩმა, ანასტასია სკვორცოვამ, საკუთარი 16 დღის ვაჟი წყლით სავსე აბაზანაში დაახრჩო. ცნობილია, რომ ქალს ასევე ჰყავს 8 წლის ქალიშვილი - ევა.
როგორც ირკვევა, ანასტასიას მძიმე დეპრესია ჰქონდა. ახლობლების ინფორმაციით, მას დაეძაბა ურთიერთობა ქმართან, რომელიც ბავშვის აღიარებას არ ჩქარობდა. ეს განსაკუთრებით ტრაგიკულია იმ ფონზე, რომ სკვორცოვა დაორსულებას 5 წლის განმავლობაში ცდილობდა.
სოციალურ ქსელში ანასტასია ბედნიერი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა და გამომწერებს საკუთარ "ტრანსფორმაციაზე" უყვებოდა:
"მე გავიარე გზა 5-წლიანი უშვილობიდან და 10-წლიანი ტოქსიკური ქორწინებიდან ტოტალურ მსხვერპლად ყოფნამდე. ახლა კი მსუბუქად და სიამოვნებით ვცხოვრობ. მე გავხდი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და შენც იმავეს გასწავლი", - წერდა ანასტასია თავის ბლოგში.
ორსულობის პერიოდში ქალი ბედნიერებას ასხივებდა და ჯერ კიდევ არდაბადებულ შვილს თბილ პოსტებს უძღვნიდა. ის წერდა, რომ თავიდან ბიჭის გაზრდის ეშინოდა, თუმცა მოგვიანებით მიხვდა, რომ მზად იყო "კაცის გასაზრდელად". გააგრძელეთ კითხვა