"ხუთშაბათი ბანაობის დღეა" - მურთაზ ზოდელავა მოსამართლეს, რომელმაც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების პროცესი ყოველ ხუთშაბათს ჩანიშნა - კვირის პალიტრა

"ხუთშაბათი ბანაობის დღეა" - მურთაზ ზოდელავა მოსამართლეს, რომელმაც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების პროცესი ყოველ ხუთშაბათს ჩანიშნა

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსების - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის - ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძის და თორნიკე მჭედლიშვილის სასამართლო პროცესები, იანვრის ბოლომდე, ყოველ ხუთშაბათ დღეს ჩანიშნა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესების ხუთშაბათ დღეს ჩანიშვნაზე მსჯელობისას, პოლიტიკოსმა მურთაზ ზოდელავამ აღნიშნა: „ხუთშაბათი ბანაობის დღეა“.

ზოდელავას ამ განმარტების მიუხედავად, მოსამართლემ აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინა.

დღეს საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსების - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომას არ ესწრებოდა ორი ბრალდებული: ირაკლი შაიშმელაშვილი და პაატა ბურჭულაძე.

"ინტერპრესნიუსი"