პურის ფასი გაიზრდება?!
სადისტრიბუციო მანქანებისთვის გამოწერილი ჯარიმები და კადრების დეფიციტი პურის მწარმოებლებისთვის კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. როგორც „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, თბილისში „პურის ქარხნები ჯარიმებში იხრჩობიან”.
„თბილისის მერიასთან უკვე შეუძლებელია კომუნიკაცია, სამინისტროში წერილიც გავაგზავნე, მაგრამ ჩემ დონეზე არ წყდება, თვითონ კალაძემ ან მისმა მოადგილემ უნდა გააკეთონ რამე... ან ვიღაცამ უნდა უთხრას.
ყველა კვების პროდუქტი მიაჩინათ ერთ რამედ, არადა პური სხვა რამეა, მალფუჭებადია და ხელის შეწყობა უნდა, ზოგ მაღაზიას დღეში სამჯერ უნდა პურის მიწოდება, ეს ჯარიმები ხომ თვითღირებულებაზე მოქმედებს?!“ - აცხადებს მალხაზ დოლიძე.
მისი თქმით, მერია რეაგირებას დაპირდა, თუმცა ეს საკითხი კვლავ ღიაა.
„არანაირი რეაგირება, თითქოს დაგვპირდნენ შევცვლითო, მაგრამ არაფერი არ შეუცვლიათ და ჩვენი ეს თემა დატოვეს ისევ ღია. უწერენ ჯარიმებს და არიან ასე. რაიონებში უნდა ნახოთ რა ხდება - ქუთაისში გამონაბოლქვზე დაუწერეს პურის მანქანას ჯარიმა... წარმოუდგენელია, რაც ხდება“, - აცხადებს მალხაზ დოლიძე.