პრეზიდენტის, პრემიერის, მინისტრების და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები - ვინ რამდენს აიღებს 2026 წელს?!
2026 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასი 10%-ით იზრდება - აღნიშნულს ითვალისწინებს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია, რომელიც დღეს, 10 დეკემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, მომავალი წლიდან იზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო. მათ შორის არიან მინისტრები, მათი მოადგილეები, პარლამენტის თავმჯდომარე და მოადგილეები, კომიტეტების თავმჯდომარეები და პარლამენტის წევრები.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგო კოეფიციენტების მიხედვით განისაზღვრება. ყველაზე მაღალი - 10 კოეფიციენტით შეფასებულია პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის სარგო, ყველაზე დაბალი კოეფიციენტით კი (8), პარლამენტის წევრების ანაზღაურება.
საგულისხმოა, რომ კოეფიციენტით ხელფასების გამოთვლა საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით ხდება, რომელიც კონკრეტული წლის ბიუჯეტით განისაზღვრება. ასე მაგალითად, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საბაზო თანამდებობრივი სარგო 1 600 ლარი იქნება.
„ბიზნესპრესნიუსი“ საბაზო თანამდებობრივი სარგოს მოცულობის გათვალისწინებით გთავაზობთ, რამდენი იქნება თანამდებობის პირების ხელფასები მომავალი წლიდან (თანამდებობრივი სარგო მითითებულია საშემოსავლოს ჩათვლით):
პრეზიდენტი (კოეფიციენტი 10) - თვეში 16 000 ლარი, წლიურად 192 000 ლარი;
პრემიერ მინისტრი (კოეფიციენტი 10) - თვეში 16 000 ლარი, წლიურად 192 000 ლარი;
მინისტრი (კოეფიციენტი 8.5) - თვეში 13 600 ლარი, წლიურად 163 200 ლარი;
მინისტრის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 7.50) - თვეში 12 000 ლარი, წლიურად 144 000 ლარი;
მინისტრის მოადგილე (კოეფიციენტი 7.25) - თვეში 11 600, თვეში 139 200 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 10) – თვეში 16 000 ლარი, წლიურად 192 000 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 9.2) - თვეში 14 720 ლარი, წლიურად 176 640 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (კოეფიციენტი 9) - თვეში 14 400 ლარი, წლიურად 172 800 ლარი;