შემზარავი ავარია ნაძალადევში: მანქანა ჯერ ქალს დაეჯახა, შემდეგ კი მის დასახმარებლად მისულ დედას - არის მსხვერპლი
თბილისში, ნაძალადევის რაიონში ავარიას ქვეითი, 35 წლამდე ქალი ემსხვერპლა.
შემთხვევა წუხელ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ასევე, დაეჯახა მის დედასაც, რომელიც მომხდარი ავარიის შემდეგ შვილის დასახმარებლად გზაზე გადავიდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
"ინტერპრესნიუსი"