უცხოელებიდან თბილისში ყველა მეტი ბინა ისრაელისა და რუსეთის მოქალაქეებმა იყიდეს - ახალი კვლევა
2025 წლის პირველ 10 თვეში თბილისში გაყიდული ბინების 11% ისრაელის მოქალაქეებმა მოდის. ამის შესახებ "გალთ ენდ თაგარტის" კვლევაში ვკითხულობთ.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, მოცემულ საანგარიშო პერიოდში, დედაქალაქში ისრაელის მოქალაქეებზე 3 762 ბინა გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის მოქალაქეების მხრიდან თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენის ტენდენცია მზარდია. ასე მაგალითად, 2024 წელს თბილისში გაყიდული ბინების 9% მოდიოდა ისრაელის მოქალაქეებზე, 2023 წელს კი 4%. უცხოელებიდან მეორე ადგილას რუსეთის მოქალაქეები არიან.