ორენბურგში ქართული რესტორნის მეპატრონე ფლაერის გამო გაასამართლეს - ხინკალი ტაძრის გუმბათების ნაცვლად და ტრაგიკომედია რუსულად - კვირის პალიტრა

ორენბურგში ქართული რესტორნის მეპატრონე ფლაერის გამო გაასამართლეს - ხინკალი ტაძრის გუმბათების ნაცვლად და ტრაგიკომედია რუსულად

რუ­სეთ­ში, ორენ­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი "Nino&Vano" რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის გამო 150 ათა­სი რუბ­ლით და­ა­ჯა­რი­მა. საქ­მე შე­ე­ხე­ბა სა­რეკ­ლა­მო ფლა­ერს, რო­მელ­ზეც რუ­სე­თის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­ლო­ცა­ვი – წმინ­და ბა­სი­ლი ნე­ტა­რის ტა­ძა­რი – გუმ­ბა­თე­ბის ნაც­ვლად ხინ­კლე­ბით იყო გა­მო­სა­ხუ­ლი.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ირ­კვა, თუ რო­გორ მოხ­ვდა "კრე­ა­ტი­უ­ლი" რეკ­ლა­მა მომ­ხმა­რებ­ლის მა­გი­და­ზე. რეს­ტორ­ნის დაც­ვა კი აცხა­დებს, რომ მომ­ჩი­ვა­ნი ქა­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნელი მომ­სა­ხუ­რე­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი და არა რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბით.

image-09122025133916-17652695562162-43583-1765451624.jpg

რა­ტომ იქცა ფლა­ე­რი რეს­ტორ­ნის კოშ­მა­რად

კონ­ფლიქ­ტის ის­ტო­რია სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­წყო, რო­დე­საც რეს­ტო­რანს "Nino&Vano" მო­ქა­ლაქე ნა­ტა­ლია სუ­ხო­ვეი ეს­ტუმ­რა და მა­გი­და­ზე ნახა ფლა­ე­რი, რო­მელ­ზეც მოს­კო­ვის წმინ­და ბა­სი­ლის ტაძ­რის ილუსტრა­ცი­ას, გუმ­ბა­თე­ბი­სა და ჯვრე­ბის ნაც­ვლად, ხინ­კლე­ბი ამ­შვე­ნებ­და. გააგრძელეთ კითხვა