რა ბრალდებით დააკავეს ცნობილი დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი? - კვირის პალიტრა

რა ბრალდებით დააკავეს ცნობილი დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი?

ცნობილი დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეეფარდა.

"ინტერპრესნიუსი"