"რა რეალიზატორი? ვინ დაიჯერებს ამას დათუნაზე?! ავად რომ იყო ეს მთელმა თბილისმა იცოდა" - რას წერს ენდი ძიძავა დაკავებულ დიზაინერზე - კვირის პალიტრა

"რა რეალიზატორი? ვინ დაიჯერებს ამას დათუნაზე?! ავად რომ იყო ეს მთელმა თბილისმა იცოდა" - რას წერს ენდი ძიძავა დაკავებულ დიზაინერზე

ორი დღის წინ შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს დი­ზა­ი­ნე­რი და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლი.

რო­გორც Ambebi.ge-ს დი­ზა­ი­ნე­რის მე­გო­ბა­რი ეუბ­ნე­ბა, სუ­ლი­კაშ­ვი­ლი გუ­შინ, 10 დე­კემ­ბერს ქუ­ჩა­ში და­ა­კა­ვეს. აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით, ორ­თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა კი დღეს შე­უ­ფარ­დეს. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ცოტა ხნის წინ დას­რულ­და.რო­გორც Ambebi.ge-ს შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, საქ­მე ეხე­ბა დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას.მსა­ხი­ო­ბი ენდი ძი­ძა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლის მი­მართ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა უსა­ფუძ­ვლოა.

"აი, ვზი­ვარ და ვფიქ­რობ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნო თუ არა და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლის ჩემ­თან მი­მო­წე­რა, მაგ­რამ უფ­ლე­ბას ვერ ვაძ­ლევ სა­კუ­თარ თავს მისი თან­ხმო­ბის გა­რე­შე გა­მოვ­ფი­ნო აქ წე­რი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ძი­ე­ბა­საც კი გა­მო­ად­გე­ბა მისი ნარ­კო­გამ­სა­ღებ­ლის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის მტკი­ცე­ბის ნა­წილ­ში... ალ­ბათ ჩემ­ნა­ი­რად რამ­დე­ნი ფიქ­რობს... რა რე­ა­ლი­ზა­ტო­რი? ვინ და­ი­ჯე­რებს ამას და­თუ­ნა­ზე?!.. ავად რომ იყო ეს მთელ­მა თბი­ლის­მა იცო­და.

პ.ს. ვინც მიც­ნობთ, წე­სით ეჭვი არ უნდა შე­გე­პა­როთ ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლი­სად­მი ჩემს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia მე მზად ვარ წარ­გიდ­გი­ნოთ მი­მო­წე­რა. ამ მი­მო­წე­რით ( და ასე­თი მი­მო­წე­რე­ბი მრავ­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა და­თუ­ნას სა­მე­გობ­რო­ში) ნა­თე­ლი გახ­დე­ბა ის, რომ და­თუ­ნა და ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცია ერ­თად ერთი დიდი აბ­სურ­დია. ბოლო წე­რი­ლი გუ­შინ­წინ მო­წე­რი­ლია, რო­მელ­ზე­დაც უბ­რა­ლოდ აღარ ვუ­პა­სუ­ხე" - წერს ენდი ძი­ძა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბა სსკ-ის 260-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის ა ქვე­პუნ­ქტით აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს.

ambebi.ge