"საქართველოს პრორუსი მმართველი მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირელ და ამერიკელ პარტნიორებს და მეგობრობს ავტოკრატებთან" - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეზე - კვირის პალიტრა

"საქართველოს პრორუსი მმართველი მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირელ და ამერიკელ პარტნიორებს და მეგობრობს ავტოკრატებთან" - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეზე

საქართველოს პრორუსი მმართველი მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირელ და ამერიკელ პარტნიორებს და მეგობრობს ავტოკრატებთან, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ზურაბიშვილი აქვეყნებს ფოტოებს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მიმდინარე ფორუმიდან, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც ესწრება.

შეგახსენებთ, ღონისძიებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარდა, თურქმენეთის, რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ერაყის პრეზიდენტები, ასევე აზერბაიჯანის, უნგრეთისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრებიც.

"ინტერპრესნიუსი"