სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებულის სტუმრებს შორის არიან: დონალდ ტრამპი, ბილ კლინტონი, ვუდი ალენი და სხვები - ახალი ფოტოები ეპშტეინის სკანდალური საქმიდან
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის დემოკრატმა წევრებმა ჯეფრი ეპშტეინის ახალი დოკუმენტები გამოაქვეყნეს, მათ შორის არის დონალდ ტრამპის ფოტოებიც, - ინფორმაციას გამოცემა Sky News-ი ავრცელებს.
გამოქვეყნებული მასალა ფოტოებს შეიცავს, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი, რეჟისორი ვუდი ალენი, მილიარდერი ბილ გეითსი და სხვა ცნობილი პირები არიან გამოსახული.
ერთ-ერთ ფოტოზე დონალდ ტრამპი ექვს ქალთან ერთადაა გამოსახული, რომელთა სახეები მასალების გამოქვეყნებამდე კომიტეტმა რედაქტირების შედეგად დაფარა. ვრცლად