ევროპა საზღვრებს კეტავს - დასახელდა "უსაფრთხო ქვეყნების" სია: შედის თუ არა ამ სიაში საქართველო - კვირის პალიტრა

ევროპა საზღვრებს კეტავს - დასახელდა "უსაფრთხო ქვეყნების" სია: შედის თუ არა ამ სიაში საქართველო

ევ­რო­პის კონ­ტი­ნენტზე ლტოლ­ვილ­თა ნა­კა­დის შე­ზღუდ­ვის მიზ­ნით, ევ­რო­პამ ამ კვი­რა­ში ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა. ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი მიზ­ნად ისა­ხავს მო­სახ­ლე­ო­ბის დამ­შვი­დე­ბას და მიგ­რა­ცი­ის თე­მით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის წარ­თმე­ვას ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტი­ე­ბი­სა და პო­პუ­ლის­ტე­ბის­გან, რო­გო­რი­ცაა დო­ნალდ ტრამ­პი.

ევ­რო­კავ­ში­რის 27-მა ქვე­ყა­ნამ დაძ­ლია ბოლო მას­შტა­ბუ­რი ბა­რი­ე­რი მიგ­რა­ცი­უ­ლი რე­ფორ­მის გზა­ზე, ხოლო ევ­რო­პის საბ­ჭოს ქვეყ­ნებ­მა და­ი­წყეს დის­კუ­სია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის გა­და­ხედ­ვის შე­სა­ხებ. კონ­ვენ­ცია მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ ევ­რო­პა­ში თავ­შე­საფ­რის ფუნ­და­მენ­ტუ­რი დო­კუ­მენ­ტი იყო.ევ­რო­პე­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ძვე­ლი ეპო­ქის სის­ტე­მა მოძ­ველ­და და დღე­ვან­დელ კრი­ზი­სებ­თან (მა­სობ­რი­ვი გა­და­ად­გი­ლე­ბა) საბ­რძოლ­ვე­ლად ახა­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბია სა­ჭი­რო. რე­ფორ­მის ეფექ­ტუ­რო­ბა 2026 წელს გა­ირ­კვე­ვა: ევ­რო­კავ­ში­რის მიგ­რა­ცი­უ­ლი რე­ფორ­მა ძა­ლა­ში შე­დის ივ­ნის­ში, ხოლო მა­ის­ში კი­ში­ნი­ო­ვის სა­მიტ­ზე გა­ნი­ხი­ლა­ვენ კონ­ვენ­ცი­ის გა­და­ხედ­ვის სა­კითხს. და­ნი­ის და ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ე­რებ­მა, მეტე ფრე­დე­რიკ­სენ­მა და კიირ სტარ­მერ­მა, გა­ნა­ცხა­დეს: "თავ­შე­საფ­რის ამ­ჟა­მინ­დე­ლი სის­ტე­მა სხვა ეპო­ქის­თვის შე­იქ­მნა... ძვე­ლი რე­ცეპ­ტე­ბი არ მუ­შა­ობს".გააგრძელეთ კითხვა