ანიტა აბგარიანის შთამბეჭდავი გამოსვლა საბავშვო ევროვიზიის ფინალში - საქართველოს წარმომადგენელი მესამე ადგილზე გავიდა
"საბავშვო ევროვიზია 2025"-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა, რაც შეეხება საქართველოს წარმომადგენელს, ანიტა აბგარიანი მესამე ადგილზე გავიდა.
ფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე ანიტა მეთხუთმეტე ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა – Shine like a star შეასრულა.სიმღერა გიგა კუხიანიძემ დაწერა. მასთან ერთად ტექსტზე მარიამ ღვალაძემ იმუშავა, რომელიც ჯგუფ „ქენდის“ ერთ-ერთი მონაწილეა (ჯგუფმა „ქენდიმ“ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვება 2011 წელს მოუტანა).