რა პრობლემები გამოიწვია უამინდობამ რეგიონებში? - კვირის პალიტრა

რა პრობლემები გამოიწვია უამინდობამ რეგიონებში?

რთულ­მა მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ურ­მა პი­რო­ბებ­მა, ძლი­ე­რი ქა­რის შე­დე­გად, ქა­ლაქ ხა­შურ­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იწ­ვია. და­ზი­ან­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის სა­ხუ­რა­ვე­ბი, მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­და ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი და რამ­დე­ნი­მე ლო­კა­ცი­ა­ზე წა­იქ­ცა ხე­ე­ბი.

ქა­ლა­ქის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამოქ­მედ­და ცხე­ლი ხაზი:

“მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი და უწყე­ბე­ბი. მო­ქა­ლა­ქე­თა ოპე­რა­ტი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ცხე­ლი ხაზი - 0368 24 15 02.

uamindobaa-1765709862.jpg

ძლი­ერ­მა ქარ­მა პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა კა­ხეთ­შიც.

გვი­ან ღა­მით ძლი­ერ­მა ქარ­მა კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში რამ­დე­ნი­მე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი და­ა­ზა­რა­ლა. ქარ­მა თე­ლავ­ში სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს სა­ხუ­რა­ვე­ბი გა­და­ხა­და.

ძლი­ე­რი ქა­რის შე­დე­გად ასე­ვე მოგ­ლე­ჯი­ლია ხე­ე­ბი და ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ბო­ძე­ბი.

სტი­ქი­ის ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მათი თქმით, სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია მუ­შა­ობს და ზა­რა­ლის დათ­ვლის შემ­დეგ გა­და­წყდე­ბა, რა ფორ­მით და­ეხ­მა­რე­ბი­ან და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას.

რე­გი­ონ­ში ამ დრომ­დე უა­მინ­დო­ბაა.

ფოტო: ხა­შუ­რი ჩემი ქა­ლა­ქია

წყარო