მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამ­ბა­ვი: 30 წლი­ს ძმა მოსკოვიდან. ტყუ­პის­ცალ­თან ადაპ­ტა­ცია და 4-წლი­ა­ნი და­ძა­ბუ­ლო­ბა: "ასეთი ბოროტი როგორ უნდა იყო?!" - კვირის პალიტრა

მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამ­ბა­ვი: 30 წლი­ს ძმა მოსკოვიდან. ტყუ­პის­ცალ­თან ადაპ­ტა­ცია და 4-წლი­ა­ნი და­ძა­ბუ­ლო­ბა: "ასეთი ბოროტი როგორ უნდა იყო?!"

ქარ­თვე­ლი ტყუ­პი, რომ­ლებ­მაც მსოფ­ლიო აა­ლა­პა­რა­კეს - HBO-ს ფილ­მი და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ნა­პოვ­ნი კი­დევ ერთი ძმაბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვი­ლე­ბის გა­ყიდ­ვის თე­მა­ზე, თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის მიერ შექ­მნი­ლი ჯგუ­ფის "ვე­ძებ“წყა­ლო­ბით, უამ­რა­ვი სტა­ტია გვაქვს მომ­ზა­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა, ორი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას ის­ტო­რია, რო­მელ­მაც არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლიო აა­ლა­პა­რა­კა, მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. ეს გო­გო­ნე­ბი არი­ან ანო სარ­თა­ნია და თა­მარ ხვი­ტია, რომ­ლებ­მაც ზრდას­რულ ასაკ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ტყუ­პის­ცა­ლე­ბი იყ­ვნენ.

"ხალ­ხს ჰგო­ნია, რომ აი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი პო­უ­ლობს ნა­თე­სა­ვებს და ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯახს, ეს არის ჰეფი ენდი, ამით დამ­თავ­რდა ყვე­ლა­ფე­რი და ყვე­ლა­ფე­რი არის ძა­ლი­ან კარ­გად. მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამით იწყე­ბა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა, აქე­დან თა­ვი­დან იწყე­ბა ახა­ლი ათ­ვლა", - ასე იწყებს ახალ პოდ­კასტს თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე, რო­მელ­საც სტუმ­რად ანო და თაკო ჰყავს, ისი­ნი HBO-ს მიერ გა­და­ღე­ბულ დო­კუ­მენ­ტურ ფილმზე სა­უბ­რო­ბენ, რო­მე­ლიც მათ ცხოვ­რე­ბას ეძღვნე­ბა და კი­დევ ერთი ახა­ლი ამ­ბა­ვი, მათ კი­დევ ერთი ახა­ლი დედ­მა­მიშ­ვი­ლი იპო­ვეს

ტყუ­პის­ცალ­თან ადაპ­ტა­ცია და 4-წლი­ა­ნი და­ძა­ბუ­ლო­ბაანოს თქმით, ტყუ­პის­ცა­ლის არ­სე­ბო­ბა მის­თვის იმ­დე­ნად დიდი შოკი იყო, რომ ერთი წელი არ და­უ­წყი­ათ ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის მო­ძებ­ნა. "მე არ მინ­დო­და იმი­ტომ, რომ... არ ვი­ყა­ვი მზად...“ - ამ­ბობს ანო.

აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, გო­გო­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ლა­გე­ბას დიდი დრო დას­ჭირ­და: "ერთი წე­ლია, რაც დავ­ლაგ­დით მე და თაკო და ერ­თმა­ნეთს ვნა­ხუ­ლობთ ხში­რად, თო­რემ მა­ნამ­დე, ის სამი წელი, რაც გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი და გა­ვი­გეთ ვინ ვართ, იყო კა­ტას­ტრო­ფუ­ლად და­ძა­ბუ­ლი".

ამ და­ძა­ბუ­ლო­ბის მთა­ვარ მი­ზე­ზად ისი­ნი აღ­ზრდი­სა და ხა­სი­ა­თის გან­სხვა­ვე­ბას ასა­ხე­ლე­ბენ. თაკო მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად იყო აღ­ზრდი­ლი, ანო კი - და­მო­უ­კი­დებ­ლად. ამან გა­მო­იწ­ვია გარ­კვე­უ­ლი კონ­ფლიქ­ტი, რა­საც გა­რე­დან ემა­ტე­ბო­და ხალ­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლებ­საც გო­გო­ნე­ბი ერთ სხე­უ­ლად აღიქ­ვამ­დნენ: "მათ­თვის არ იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­მე­ლია თაკო, რო­მე­ლია ანო.“

მა­მის უარ­ყო­ფა და დე­დის შიშიის­ტო­რი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე ნა­წი­ლი ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს უკავ­შირ­დე­ბა. რო­გორც გა­ირ­კვა, მა­მამ დები გა­ყი­და მა­შინ, რო­დე­საც დედა კო­მა­ში იყო.

ანოს­თვის მა­მის ქმე­დე­ბა გა­უ­გე­ბა­რი იყო: "ვერ ვხვდე­ბი, ეგე­თი ბო­რო­ტი რო­გორ უნდა იყო, რომ შენი შენი სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი ადგე და გა­ყი­დო".

მა­მის უარ­ყო­ფა ფილმში: ყვე­ლა­ზე შო­კის­მომ­გვრე­ლი ის იყო, რომ მა­მამ, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე გო­გო­ნებ­თან ურ­თი­ერ­თობ­და, დო­კუ­მენ­ტურ ფილმში მათი შვი­ლო­ბა უარ­ყო. თაკო გუ­ლის­ტკი­ვი­ლით აღ­ნიშ­ნავს: "შემ­რცხვა იმი­ტომ, რომ ეს მა­მა­ჩე­მი რო­გორ არის და რო­გორ გა­მო­ვე­დით ასე­თი კარ­გე­ბი ხუ­თი­ვე, შვი­დი­ვე, როცა ამ ადა­მი­ა­ნის შვი­ლე­ბი ვართ".

დე­დის ძებ­ნა: ანოს უჭირს იმის მი­ღე­ბა, რომ ბი­ო­ლო­გი­ურ­მა დე­დამ, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ გა­ი­გო სი­მარ­თლე, შვი­ლე­ბის ძებ­ნა არ და­ი­წყო. თუმ­ცა, იქვე ამ­ბობს: "მე ვხვდე­ბი, რა­ტო­მაც არ და­ი­წყო ჩვენ­მა ბი­ო­ლო­გი­ურ­მა დე­დამ ძებ­ნა, რად­გან აღ­მზრდე­ლი დე­დე­ბი არ გა­ა­ტან­დნენ ბავ­შვებს...".

მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამ­ბა­ვი: კი­დევ ერთი ძმა

გო­გო­ნე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ მათ კი­დევ ერთი ძმა იპო­ვეს.

"გა­ირ­კვა, რომ ბიძა - მა­მის ძმა, რო­მე­ლიც ასე­ვე იყო გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი, რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს, იქ გა­იც­ნო ქალი, რო­მელ­მაც უთხრა, რომ მა­მაჩ­ვე­ნის­გან შვი­ლი ჰყავს. ჩვე­ნი ნა­ხე­ვარძმა 30 წლი­საა. ამ ძმამ იცის, ვინ არის მისი მამა, მაგ­რამ არ იცის, რომ ამ­დე­ნი და-ძმა ჰყავს".

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო