"გოიმი - ადამიანი, რომელსაც საკუთარი შესაძლებლობების და ადგილის აღქმა არ გააჩნია და მეჯლისზე მანიკურებიან ვირადაა წარმოდგენილი" - თამარ ჩერგოლეიშვილი - კვირის პალიტრა

"გოიმი - ადამიანი, რომელსაც საკუთარი შესაძლებლობების და ადგილის აღქმა არ გააჩნია და მეჯლისზე მანიკურებიან ვირადაა წარმოდგენილი" - თამარ ჩერგოლეიშვილი

ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და "გოიმის" მნიშვნელობას განმარტავს.

"გოიმი: ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავის, შესაძლებლობების და ადგილის აღქმა არ გააჩნია, და მეჯლისზე მანიკურებიან ვირადაა წარმოდგენილი.

ტერმინთა განმარტებას დავდებ, რომ ვისაც დაგიძახებთ, არ დაიბნეთ.

საოცარი ხალხია.

არასოდეს მომივა თავში აზრად მებაღეს მივადგე და ყვავილების გაზრდა ვასწავლო

.არასოდეს მომივა აზრად, გასტროენტეროლოგს მივადგე და ნაწლავების მუშაობაზე ლექციები ვუკითხო.

არასოდეს მომივა აზრად, ფოტოგრაფს მივადგე და ლინზის დაყენება ვასწავლო.

ანუ აღქმა მაქვს, რომ ვიღაცამ რაღაც ჩემზე უკეთ იცის, რადგან მისი საქმეა

.აი აქ შეიძლება ვიღაც ვულგარული ხიხო მოგადგეს, და "აუ კონტექსტიდან რატომ გლეჯჯჯჯჯჯ"გადი რა ქალო", - წერს ჩერგოლეიშვილი.