მსოფლიოს საუკეთესო ყველის ღვეზელების ათეულში აჭარული ხაჭაპური მეორე ადგილზეა, იმერული კი მეშვიდეზე - კვირის პალიტრა

მსოფლიოს საუკეთესო ყველის ღვეზელების ათეულში აჭარული ხაჭაპური მეორე ადგილზეა, იმერული კი მეშვიდეზე

Tasteatlas-ი მსოფლიოში საუკეთესო ყველის ღვეზელების რეიტინგს აქვეყნებს, სადაც ტოპ-ათეულში ორი ქართული კერძი მოხვდა.

კერძოდ, რეიტინგში აჭარული ხაჭაპური მე-2, ხოლო ჩვეულებრივი, იმერული ხაჭაპური მე-7 პოზიციას იკავებს.

„აჭარული ხაჭაპური ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა, რომელიც ყველისა და კვერცხის ნაზავით არის სავსე. ძირი მზადდება საფუარიანი ცომისგან, რომელიც მოგრძო ფორმაშია გახვეული და ტრადიციულად სულგუნით ან იმერული ყველით, ან ორივეს კომბინაციით არის სავსე. კერძს ზემოდან კვერცხს ასხამენ და შემდეგ რამდენიმე წუთი აცხობენ, სანამ კვერცხი ნაწილობრივ არ გამაგრდება. შემდეგ მას კარაქის ნაჭერთან ერთად მიირთმევენ,“ - წერს გამოცემა აჭარული ხაჭაპურის შესახებ.

რაც შეეხება ჩვეულებრივ ხაჭაპურს, Tasteatlas-ი მას საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კერძად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ ყველაზე გავრცელებული სახეობაა იმერული ხაჭაპური, რომელსაც წრიული ფორმა აქვს.

„ეს მარტივი ყველის პური, რომელიც ხაჭაპურის სახელითაა ცნობილი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძია. ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობა არსებობს და ყველაზე ცნობილია იმერული, რომელსაც წრიულ ფორმას აძლევენ. ხაჭაპურებს აქ ქართული სულგუნის ან იმერული ყველის გულსართს უკეთებენ" - წერს გამოცემა.

განაგრძე კითხვა