საქართველოში საშუალო პენსია 130 დოლარი, სომხეთში 127 დოლარი, აზერბაიჯანში კი 317 დოლარია - კვირის პალიტრა

საქართველოში საშუალო პენსია 130 დოლარი, სომხეთში 127 დოლარი, აზერბაიჯანში კი 317 დოლარია

საქართველოში საშუალო ხელფასისა და საშუალო პენსიის თანაფარდობით სამეზობლო ქვეყნებს შორის მთავარი აუტსაიდერია. ჩვენთან პენსია ხელფასზე 5.8-ჯერ ნაკლებია, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანში საშუალო ხელფასი საშუალო პენსიას მხოლოდ 1.7-ჯერ აღემატება.

„ბიზნეპრესნიუსი“ გთავაზობთ, როგორია საშუალო ხელფასსა და საშუალო პენსიას შორის სხვაობა საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში:

საქართველო - საშუალო ხელფასი დაახლოებით 757 დოლარი, საშუალო პენსია 130 დოლარი (ხელფასი მეტია 5.8-ჯერ):

სომხეთი - - საშუალო ხელფასი დაახლოებით 731 დოლარი, საშუალო პენსია 127 დოლარი (ხელფასი მეტია 5.7-ჯერ);

აზერბაიჯანი - - საშუალო ხელფასი დაახლოებით 549 დოლარი, საშუალო პენსია 317 დოლარი (ხელფასი მეტია 1.7-ჯერ)

განაგრძე კითხვა