SHILLER-ის და "შავნაბადას" კოლაბორაცია და დაუვიწყარი კონცერტი მელომანებს: "მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი ჩა­ტარ­დე­ბა" - კვირის პალიტრა

SHILLER-ის და "შავნაბადას" კოლაბორაცია და დაუვიწყარი კონცერტი მელომანებს: "მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი ჩა­ტარ­დე­ბა"

19 დე­კემ­ბერს, თბი­ლის­ში, Elekotrwerk-ში, პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში უმაღ­ლე­სი დო­ნის ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კი­სა და ქარ­თუ­ლი პო­ლი­ფო­ნი­ის კო­ლა­ბო­რა­ცი­ით, მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე წა­რედ­გი­ნე­ბი­ან ან­სამ­ბლი "შავ­ნა­ბა­და" და ერთ - ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი გერ­მა­ნე­ლი არ­ტის­ტი SCHILLER-ი, რომ­ლის ან­გა­რიშ­ზეც არის შვიდ მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­ყი­დუ­ლი ჩა­ნა­წე­რი და თერ­თმე­ტი TOP 10 ალ­ბო­მი.

ეს იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი პო­ლი­ფო­ნი­ის და SHILLER-ის უნი­კა­ლუ­რი ჟღე­რა­დო­ბის ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც ექ­სკლუ­ზი­უ­რად ამ კონ­ცერ­ტის­თვის შე­იქ­მნა.

Schiller - თავ­და­პირ­ვე­ლად შე­იქ­მნა, რო­გორც გერ­მა­ნუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ჯგუ­ფი. ის 1998 წელს ჩა­მო­ყა­ლიბ­და და გერ­მა­ნე­ლი პო­ე­ტი­სა და დრა­მა­ტურ­გის, ფრიდ­რიხ ში­ლე­რის სა­ხელს ატა­რებს. თავ­და­პირ­ვე­ლად, Schiller დუ­ე­ტი იყო, რო­მე­ლიც კრის­ტო­ფერ ფონ დე­ი­ლე­ნი­სა და მირ­კო ფონ შლი­ფე­ნის­გან შედ­გე­ბო­და. 2000-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში ფონ შლი­ფენ­მა ჯგუ­ფი და­ტო­ვა, რის შე­დე­გა­დაც ფონ დე­ი­ლე­ნი მის ერ­თა­დერთ წევ­რად დარ­ჩა.

კრის­ტო­ფერ ფონ დე­ი­ლე­ნი:

“მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი კლუბ Elektrowerk-ში ჩა­ტარ­დე­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ვე­ლი ან­სამ­ბლ "შავ­ნა­ბა­დას­თან" ერ­თად მუ­შა­ო­ბას და ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის­თვის ჩემს მუ­სი­კას­თან ერ­თად ჩვე­ნი კო­ლა­ბო­რა­ცი­ის წარ­დგე­ნას, ეს ნამ­დვი­ლად და­უ­ვი­წყა­რი სა­ღა­მო იქ­ნე­ბა".

დათო ცინ­ცა­ძე:

“შავ­ნა­ბა­და" 20-წლი­ა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იშ­ვი­ა­თად აკე­თებს მსგავს კო­ლა­ბო­რა­ცი­ებს და ეს ხდე­ბა მხო­ლოდ მა­შინ, როცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხა­რის­ხის მუ­სი­კო­სე­ბი ერ­თვე­ბი­ან პრო­ექ­ტში, რად­გან მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სხვა შე­მოქ­მე­დე­ბით ინ­ტე­რესს იწ­ვევს. ვნა­ხოთ, ამ­ჯე­რად რა მოხ­დე­ბა - ეს ცო­ცხა­ლი მუ­სი­კაა და ჩვენც დიდი ინ­ტე­რე­სით ვე­ლით ამ გა­მოწ­ვე­ვას".