"მივხვდი, რომ მამა ვეღარ გადარჩებოდა... სიკვდილს რომ ებრძვი, მაგრამ შენს ხელთ არაფერია, ეს უმძიმესია" - რას ჰყვება ეკა ჩხეიძე ცნობილ ბებიაზე და მამაზე? - კვირის პალიტრა

"მივხვდი, რომ მამა ვეღარ გადარჩებოდა... სიკვდილს რომ ებრძვი, მაგრამ შენს ხელთ არაფერია, ეს უმძიმესია" - რას ჰყვება ეკა ჩხეიძე ცნობილ ბებიაზე და მამაზე?

Ambebi.ge-სა და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ მო­რი­გი სტუ­მა­რია მსა­ხი­ო­ბი ეკა ჩხე­ი­ძე. მან მის­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უ­დან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს, ხოლო "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ სრუ­ლი ვერ­სი­ის ნა­ხავთ სტა­ტი­ის ბო­ლო­ში.

მარი:

- ბო­ლოს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის როლი შე­ას­რუ­ლეთ. მოგ­ვი­ყე­ვით ამ სპექ­ტაკლსა და როლ­ზე?

- ნიკა წუ­ლუ­კი­ძე აკე­თებს პრო­ექ­ტის სე­რი­ას, რო­მელ­შიც მსა­ხი­ო­ბებს იხ­სე­ნებს და კარ­გი სა­ღა­მო­ე­ბი აქვს. ესეც იყო ერთ-ერთი მათ­გა­ნი - ვე­რი­კო­სა და სე­სი­ლი­ას გახ­სე­ნე­ბა - მათი უც­ნო­ბი ის­ტო­რი­ე­ბი. ამ მსა­ხი­ო­ბე­ბის ცხოვ­რე­ბის რა­ღაც ეტა­პე­ბი გა­ვა­ცო­ცხლეთ, სცე­ნე­ბი გა­ვი­თა­მა­შეთ. ვე­რი­კოს თა­მა­ში არას­წო­რად მი­მაჩ­ნია და არც მიც­დია. ის­ტო­რი­ას ძი­რი­თა­დად ნიკა ჰყვე­ბო­და, მე (ვე­რი­კოს ამ­ბებს და ქეთი ჩხე­ი­ძე (სე­სი­ლი­ას ის­ტო­რი­ებს) ვყვე­ბო­დით...

16:13 / 15-12-2025 Ambebi.ge-სა და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ მო­რი­გი სტუ­მა­რია მსა­ხი­ო­ბი ეკა ჩხე­ი­ძე. მან მის­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უ­დან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს, ხოლო "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ სრუ­ლი ვერ­სი­ის ნა­ხავთ სტა­ტი­ის ბო­ლო­ში.

მარი:

- ბო­ლოს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის როლი შე­ას­რუ­ლეთ. მოგ­ვი­ყე­ვით ამ სპექ­ტაკლსა და როლ­ზე?

- ნიკა წუ­ლუ­კი­ძე აკე­თებს პრო­ექ­ტის სე­რი­ას, რო­მელ­შიც მსა­ხი­ო­ბებს იხ­სე­ნებს და კარ­გი სა­ღა­მო­ე­ბი აქვს. ესეც იყო ერთ-ერთი მათ­გა­ნი - ვე­რი­კო­სა და სე­სი­ლი­ას გახ­სე­ნე­ბა - მათი უც­ნო­ბი ის­ტო­რი­ე­ბი. ამ მსა­ხი­ო­ბე­ბის ცხოვ­რე­ბის რა­ღაც ეტა­პე­ბი გა­ვა­ცო­ცხლეთ, სცე­ნე­ბი გა­ვი­თა­მა­შეთ. ვე­რი­კოს თა­მა­ში არას­წო­რად მი­მაჩ­ნია და არც მიც­დია. ის­ტო­რი­ას ძი­რი­თა­დად ნიკა ჰყვე­ბო­და, მე (ვე­რი­კოს ამ­ბებს და ქეთი ჩხე­ი­ძე (სე­სი­ლი­ას ის­ტო­რი­ებს) ვყვე­ბო­დით...

დიდი ინ­ტე­რე­სი და გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ამ სა­ღა­მოს. პრო­ექ­ტი მე­რი­ის დაკ­ვე­თით ერთჯე­რა­დად უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატრს გა­და­ე­ცა და უკვე რე­პერ­ტუ­არ­შია. თვე­ში ერთხელ მა­ყუ­რებ­ლის თხოვ­ნით ვი­თა­მა­შებთ...

და­ვი­თი:

- თქვენ­ზე ამ­ბო­ბენ, ბე­ბი­ის - მე­დეა ჩა­ხა­ვას სა­ო­ცა­რი ხიბ­ლი და მა­მის - თე­მურ ჩხე­ი­ძის ელე­გან­ტუ­რო­ბა აქ­ვსო... რას იტყვით - რაში ჰგავ­ხართ ბე­ბი­ას და მა­მას?

ბე­ბი­ის მსგავ­სე­ბას ყვე­ლა შვი­ლიშ­ვი­ლი, რამ­დე­ნიც ვართ, იმ­დე­ნი იჩე­მებს და ამ­ბობს, მე ცხვი­რით ვგა­ვარ, მე - ტუ­ჩე­ბით... მე მკა­ფიო მსგავ­სე­ბას ვერ ვხე­დავ, შე­იძ­ლე­ბა იე­რით ვდგა­ვარ. ხა­სი­ა­თით კი მა­მას ძა­ლი­ან ვგა­ვარ და რაც დრო გა­დის, ამა­ში სულ უფრო ვრწმუნ­დე­ბი, რად­გან სა­კუ­თარ თავს ბევრ რა­მე­ში ვი­ჭერ. რა­ღა­ცე­ბი მე­რი­დე­ბა, თუ თავ­მდა­ბა­ლი ვარ, რა­ღა­ცებს ვერ ვბე­დავ, ვერ ვამ­ბობ. ვარ ძა­ლი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი, ჩემს ნა­მუ­შე­ვარს ყო­ველ­თვის გვერ­დი­დან და კრი­ტი­კუ­ლად ვუ­ყუ­რებ. ვიდ­რე რა­ღა­ცას გა­დავ­წყვეტ, ათას­ჯერ უნდა დავ­ფიქ­რდე, მი­ღირს თუ არა, გა­მო­მი­ვა, თუ არა?! მა­მას ვგა­ვარ არა მარ­ტო ხა­სი­ა­თით, იე­რი­თაც. თუმ­ცა რად­გან ქალი ვარ, შე­იძ­ლე­ბა მე­დი­კო­საც ვგავ­დე. ისე, მე­დი­კო და მა­მა­ჩე­მიც ჰგავ­დნენ ერ­თმა­ნეთს. მე­დი­კოს იმ დრო­ის­თვის სა­ო­ცა­რი სი­ლა­მა­ზე ჰქონ­და. ახლა პლას­ტი­კუ­რი ჩა­რე­ვით ყვე­ლა­ნა­ი­რი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი ნაკ­ვთის შეც­ვლა შე­უძ­ლი­ათ, მა­შინ ბუ­ნებ­რი­ო­ბა მე­ტად ფა­სობ­და, ბუ­ნებ­რი­ო­ბა ახ­ლაც ფა­სობს, მაგ­რამ მა­შინ სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ში ასე ჩა­რე­ვა არ შე­ეძ­ლოთ.

ნიკო:

- ბო­ლოს დროს ხში­რად ვის­მენთ ფრა­ზას - ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნე­თის კარ­გი აღარ უხა­რი­ათ. თქვე­ნი აზ­რით, ეს რისი ბრა­ლია?

- როცა ადა­მი­ა­ნი ბედ­ნი­ე­რია, სხვი­სი კარ­გი და ბედ­ნი­ე­რე­ბა გულ­წრფე­ლად უხა­რია. დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ ხდე­ბა. ამას მი­ზე­ზე­ბი აქვს. გარ­შე­მო ამ­დე­ნი დას­ტრე­სი­ლი ადა­მი­ა­ნია, რომ­ლე­ბიც გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი არი­ან... ყვე­ლა­ფერ­ზე სა­ნერ­ვი­უ­ლო გვაქვს, და­წყე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კი­დან, ეკო­ნო­მი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბით გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი. და­ბა­ლი ხელ­ფა­სით მარ­თლა შე­უძ­ლე­ბე­ლია ცხოვ­რე­ბა. ეს სტრესს, ნერ­ვი­უ­ლო­ბას იწ­ვევს. როცა გყავს შვი­ლე­ბი, ფიქ­რობ, რა აჭა­მო, რა გა­ნათ­ლე­ბა მის­ცე, არ გინ­და რამე მო­აკ­ლდეთ, ამი­ტომ სულ და­ძა­ბუ­ლი და გან­ცდებ­ში ხარ.

და­ძა­ბუ­ლო­ბა პან­დე­მი­ი­დან რომ და­ი­წყო, არ მთავ­რდე­ბა, სულ რა­ღაც ხდე­ბა. მარ­ტო პან­დე­მი­ის დროს რამ­ხე­ლა სტრე­სი ჰქონ­დათ ადა­მი­ა­ნებს, ბევ­რს დეპ­რე­სია და­ე­მარ­თა. იმ მძი­მე პე­რი­ოდ­მა ხალ­ხზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლი­ან იმოქ­მე­და... იყო ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა, ჩა­კე­ტი­ლო­ბა... იმ ყვე­ლა­ფერს ეს გა­უ­თა­ვე­ბე­ლი მძი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია მოჰ­ყვა. ასე­ვე მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე ამ­ბე­ბი. ამი­ტომ სულ შიშ­შია ადა­მი­ა­ნი, დათ­რგუ­ნუ­ლია და თავს ბედ­ნი­ე­რად ვე­ღარ გრძნობს, მუდ­მი­ვად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია. მერე ეს ორად გახ­ლე­ჩი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ერ­თმა­ნე­თის­თვის მტრე­ბად რომ აღ­ვიქ­მე­ბით, ძა­ლი­ან ცუდი რა­მაა. ეს ყვე­ლა­ფე­რი გარ­და იმი­სა, რომ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კა­ზე მოქ­მე­დებს, ზო­გად სი­ტუ­ა­ცი­ა­ზეც და არ ვიცი, ამას რა ეშ­ვე­ლე­ბა. ასეთ ყო­ფას კარ­გის­კენ პირი არ უჩანს, მა­პა­ტი­ეთ და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­ა­ლის­ტი ვარ და ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მგო­ნია, კარ­გს არა­ფერს მოგ­ვი­ტანს. ვრცლად