"მივხვდი, რომ მამა ვეღარ გადარჩებოდა... სიკვდილს რომ ებრძვი, მაგრამ შენს ხელთ არაფერია, ეს უმძიმესია" - რას ჰყვება ეკა ჩხეიძე ცნობილ ბებიაზე და მამაზე?
Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია მსახიობი ეკა ჩხეიძე. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახავთ სტატიის ბოლოში.
მარი:
- ბოლოს მარჯანიშვილის თეატრში ვერიკო ანჯაფარიძის როლი შეასრულეთ. მოგვიყევით ამ სპექტაკლსა და როლზე?
- ნიკა წულუკიძე აკეთებს პროექტის სერიას, რომელშიც მსახიობებს იხსენებს და კარგი საღამოები აქვს. ესეც იყო ერთ-ერთი მათგანი - ვერიკოსა და სესილიას გახსენება - მათი უცნობი ისტორიები. ამ მსახიობების ცხოვრების რაღაც ეტაპები გავაცოცხლეთ, სცენები გავითამაშეთ. ვერიკოს თამაში არასწორად მიმაჩნია და არც მიცდია. ისტორიას ძირითადად ნიკა ჰყვებოდა, მე (ვერიკოს ამბებს და ქეთი ჩხეიძე (სესილიას ისტორიებს) ვყვებოდით...
16:13 / 15-12-2025 Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია მსახიობი ეკა ჩხეიძე. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახავთ სტატიის ბოლოში.
მარი:
- ბოლოს მარჯანიშვილის თეატრში ვერიკო ანჯაფარიძის როლი შეასრულეთ. მოგვიყევით ამ სპექტაკლსა და როლზე?
- ნიკა წულუკიძე აკეთებს პროექტის სერიას, რომელშიც მსახიობებს იხსენებს და კარგი საღამოები აქვს. ესეც იყო ერთ-ერთი მათგანი - ვერიკოსა და სესილიას გახსენება - მათი უცნობი ისტორიები. ამ მსახიობების ცხოვრების რაღაც ეტაპები გავაცოცხლეთ, სცენები გავითამაშეთ. ვერიკოს თამაში არასწორად მიმაჩნია და არც მიცდია. ისტორიას ძირითადად ნიკა ჰყვებოდა, მე (ვერიკოს ამბებს და ქეთი ჩხეიძე (სესილიას ისტორიებს) ვყვებოდით...
დიდი ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა ამ საღამოს. პროექტი მერიის დაკვეთით ერთჯერადად უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ მარჯანიშვილის თეატრს გადაეცა და უკვე რეპერტუარშია. თვეში ერთხელ მაყურებლის თხოვნით ვითამაშებთ...
დავითი:
- თქვენზე ამბობენ, ბებიის - მედეა ჩახავას საოცარი ხიბლი და მამის - თემურ ჩხეიძის ელეგანტურობა აქვსო... რას იტყვით - რაში ჰგავხართ ბებიას და მამას?
ბებიის მსგავსებას ყველა შვილიშვილი, რამდენიც ვართ, იმდენი იჩემებს და ამბობს, მე ცხვირით ვგავარ, მე - ტუჩებით... მე მკაფიო მსგავსებას ვერ ვხედავ, შეიძლება იერით ვდგავარ. ხასიათით კი მამას ძალიან ვგავარ და რაც დრო გადის, ამაში სულ უფრო ვრწმუნდები, რადგან საკუთარ თავს ბევრ რამეში ვიჭერ. რაღაცები მერიდება, თუ თავმდაბალი ვარ, რაღაცებს ვერ ვბედავ, ვერ ვამბობ. ვარ ძალიან პასუხისმგებლობიანი, ჩემს ნამუშევარს ყოველთვის გვერდიდან და კრიტიკულად ვუყურებ. ვიდრე რაღაცას გადავწყვეტ, ათასჯერ უნდა დავფიქრდე, მიღირს თუ არა, გამომივა, თუ არა?! მამას ვგავარ არა მარტო ხასიათით, იერითაც. თუმცა რადგან ქალი ვარ, შეიძლება მედიკოსაც ვგავდე. ისე, მედიკო და მამაჩემიც ჰგავდნენ ერთმანეთს. მედიკოს იმ დროისთვის საოცარი სილამაზე ჰქონდა. ახლა პლასტიკური ჩარევით ყველანაირი ოპერაციის გაკეთება, ნებისმიერი ნაკვთის შეცვლა შეუძლიათ, მაშინ ბუნებრიობა მეტად ფასობდა, ბუნებრიობა ახლაც ფასობს, მაგრამ მაშინ საკუთარ გარეგნობაში ასე ჩარევა არ შეეძლოთ.
ნიკო:
- ბოლოს დროს ხშირად ვისმენთ ფრაზას - ადამიანებს ერთმანეთის კარგი აღარ უხარიათ. თქვენი აზრით, ეს რისი ბრალია?
- როცა ადამიანი ბედნიერია, სხვისი კარგი და ბედნიერება გულწრფელად უხარია. დღეს, სამწუხაროდ, ასე არ ხდება. ამას მიზეზები აქვს. გარშემო ამდენი დასტრესილი ადამიანია, რომლებიც გაბოროტებული არიან... ყველაფერზე სანერვიულო გვაქვს, დაწყებული პოლიტიკიდან, ეკონომიური პრობლემებით გაგრძელებული. დაბალი ხელფასით მართლა შეუძლებელია ცხოვრება. ეს სტრესს, ნერვიულობას იწვევს. როცა გყავს შვილები, ფიქრობ, რა აჭამო, რა განათლება მისცე, არ გინდა რამე მოაკლდეთ, ამიტომ სულ დაძაბული და განცდებში ხარ.
დაძაბულობა პანდემიიდან რომ დაიწყო, არ მთავრდება, სულ რაღაც ხდება. მარტო პანდემიის დროს რამხელა სტრესი ჰქონდათ ადამიანებს, ბევრს დეპრესია დაემართა. იმ მძიმე პერიოდმა ხალხზე ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა... იყო ონლაინ სწავლება, ჩაკეტილობა... იმ ყველაფერს ეს გაუთავებელი მძიმე პოლიტიკური სიტუაცია მოჰყვა. ასევე მსოფლიოში მიმდინარე ამბები. ამიტომ სულ შიშშია ადამიანი, დათრგუნულია და თავს ბედნიერად ვეღარ გრძნობს, მუდმივად გაღიზიანებულია. მერე ეს ორად გახლეჩილი საზოგადოება, ერთმანეთისთვის მტრებად რომ აღვიქმებით, ძალიან ცუდი რამაა. ეს ყველაფერი გარდა იმისა, რომ თითოეული ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებს, ზოგად სიტუაციაზეც და არ ვიცი, ამას რა ეშველება. ასეთ ყოფას კარგისკენ პირი არ უჩანს, მაპატიეთ და ამ მიმართულებით რეალისტი ვარ და ეს ურთიერთობები მგონია, კარგს არაფერს მოგვიტანს. ვრცლად