"დაუმარცხებელი ჩემპიონი უმძიმეს პერიოდს გადის" - როგორ ეხმიანება უცხოური მედია ილია თოფურიას განცხადებას
"დაუმარცხებელი ჩემპიონი კარიერის უმძიმეს, დელიკატურ პერიოდს გადის. თოფურიამ დუმილი დაარღვია და პირადად განმარტა ოქტაგონზე არყოფნის მიზეზი, რომელმაც UFC-ის სამყარო შეძრა", - ამ სიტყვებით ეხმაურება უცხოური მედია გუშინ, ილია თოფურიას მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას,
ქართველი ჩემპიონის განცხადებაილია თოფურიამ, UFC-ის უძლეველმა ორმაგმა ჩემპიონმა ჯერ კიდევ მაშინ გააოცა MMA სამყარო, როცა განაცხადა, რომ ის 2026 წლის პირველ კვარტალში ტიტულს არ დაიცავდა.
საზოგადოება მის არყოფნას თავიდან გრაფიკს ან ფიზიკურ პრობლემებს უკავშირებდა. მაგრამ, როგორც კი თოფურიამ საჯარო განცხადება გაავრცელა, გაირკვა, რომ მისი გადაწყვეტილება გაცილებით მტკივნეულ, პირად მიზეზებს ეხებოდა.
ჩემპიონის თქმით, UFC-მ გაგებით მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა მისი არყოფნის გამო, დივიზიონში დროებითი ტიტულისთვის ბრძოლა მაინც გაიმართება.
პირადი კონფლიქტი, რომელიც სასამართლომდე მივიდამედია უკვე რამდენიმე თვეა წერს ილია თოფურიასა და მისი მეუღლის, ჯორჯინა უზკატეგის დაშორების შესახებ. თოფურიას განცხადებით კი ცნობილი ხდება, რომ მათ შორის დავა სასამართლომდე მივიდა.
"ბოლო თვეებში ვიღებდი მძიმე და მიუღებელ ზეწოლას, მათ შორის მუქარას, რომ ფინანსური მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გავრცელდებოდა ოჯახური ძალადობის შესახებ ცრუ ბრალდებები. ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა", - წერს თოფურია.
მისივე თქმით, სასამართლოს აქვს ყველაფერი - აუდიოჩანაწერები, შეტყობინებები და ვიდეოები.
ჩემპიონმა ხაზი გაუსვა: საჯაროდ საუბარი არ იყო ემოციური გადაწყვეტილება, არამედ აუცილებელი ნაბიჯი იმ საფრთხის შესაჩერებლად, რომელიც მის სიმშვიდეს, რეპუტაციასა და ოჯახს ემუქრებოდა.