"დაუმარცხებელი ჩემპიონი უმძიმეს პერიოდს გადის" - როგორ ეხმიანება უცხოური მედია ილია თოფურიას განცხადებას - კვირის პალიტრა

"დაუმარცხებელი ჩემპიონი უმძიმეს პერიოდს გადის" - როგორ ეხმიანება უცხოური მედია ილია თოფურიას განცხადებას

"და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი ჩემ­პი­ო­ნი კა­რი­ე­რის უმ­ძი­მეს, დე­ლი­კა­ტურ პე­რი­ოდს გა­დის. თო­ფუ­რი­ამ დუ­მი­ლი და­არ­ღვია და პი­რა­დად გან­მარ­ტა ოქ­ტა­გონ­ზე არ­ყოფ­ნის მი­ზე­ზი, რო­მელ­მაც UFC-ის სამ­ყა­რო შეძ­რა", - ამ სი­ტყვე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბა უცხო­უ­რი მე­დია გუ­შინ, ილია თო­ფუ­რი­ას მიერ გა­კე­თე­ბულ სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბას,

ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნის გან­ცხა­დე­ბაილია თო­ფუ­რი­ამ, UFC-ის უძ­ლე­ველ­მა ორ­მაგ­მა ჩემ­პი­ონ­მა ჯერ კი­დევ მა­შინ გა­ა­ო­ცა MMA სამ­ყა­რო, როცა გა­ნა­ცხა­და, რომ ის 2026 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში ტი­ტულს არ და­ი­ცავ­და.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა მის არ­ყოფ­ნას თა­ვი­დან გრა­ფიკს ან ფი­ზი­კურ პრობ­ლე­მებს უკავ­ში­რებ­და. მაგ­რამ, რო­გორც კი თო­ფუ­რი­ამ სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, გა­ირ­კვა, რომ მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით მტკივ­ნე­ულ, პი­რად მი­ზე­ზებს ეხე­ბო­და.

ჩემ­პი­ო­ნის თქმით, UFC-მ გა­გე­ბით მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუმ­ცა მისი არ­ყოფ­ნის გამო, დი­ვი­ზი­ონ­ში დრო­ე­ბი­თი ტი­ტუ­ლის­თვის ბრძო­ლა მა­ინც გა­ი­მარ­თე­ბა.

პი­რა­დი კონ­ფლიქ­ტი, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლომ­დე მი­ვი­დამე­დია უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა წერს ილია თო­ფუ­რი­ა­სა და მისი მე­უღ­ლის, ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ. თო­ფუ­რი­ას გან­ცხა­დე­ბით კი ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ მათ შო­რის დავა სა­სა­მარ­თლომ­დე მი­ვი­და.

"ბოლო თვე­ებ­ში ვი­ღებ­დი მძი­მე და მი­უ­ღე­ბელ ზე­წო­ლას, მათ შო­რის მუ­ქა­რას, რომ ფი­ნან­სუ­რი მო­თხოვ­ნე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გავ­რცელ­დე­ბო­და ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ ცრუ ბრალ­დე­ბე­ბი. ეს ბრალ­დე­ბე­ბი სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოა", - წერს თო­ფუ­რია.

მი­სი­ვე თქმით, სა­სა­მარ­თლოს აქვს ყვე­ლა­ფე­რი - აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი.

ჩემ­პი­ონ­მა ხაზი გა­უს­ვა: სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი არ იყო ემო­ცი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, არა­მედ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯი იმ საფრ­თხის შე­სა­ჩე­რებ­ლად, რო­მე­ლიც მის სიმ­შვი­დეს, რე­პუ­ტა­ცი­ა­სა და ოჯახს ემუქ­რე­ბო­და.

წაიკითხეთ სრულად