ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამაც 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბა - კვირის პალიტრა

ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამაც 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

ილონ მასკმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მსოფლიოში პირველი ტრილიონერის სტატუსის მოპოვებისკენ. Forbes-ის ცნობით, მასკმა მორიგი რეკორდი მოხსნა და ორშაბათს გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომლის ქონებამაც 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ქონების ზრდა უკავშირდება SpaceX -ის ახალ შეფასებას. როგორც ცნობილი ხდება, მასკის რაკეტების მწარმოებელი კომპანია SpaceX აქციების გაყიდვის შედეგად დაახლოებით 800 მილიარდ დოლარად შეფასდა. უცხოური მედია წერს, რომ ეს იყო გარიგება, რომელიც ტეხასის შტატში დაფუძნებულ რაკეტების მწარმოებელს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ კერძო კომპანიად აქცევს

განაგრძე კითხვა