ვინ არის 28 წლის ნინო კახნიაშვილი, რომელზეც რუსეთმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა - რას ედავება ოკუპანტი ქვეყანა ქართველ მებრძოლს? - კვირის პალიტრა

ვინ არის 28 წლის ნინო კახნიაშვილი, რომელზეც რუსეთმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა - რას ედავება ოკუპანტი ქვეყანა ქართველ მებრძოლს?

ოკუ­პან­ტი რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი დო­ნეც­კის ე.წ. სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, 28 წლის ნინო კახ­ნი­აშ­ვი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნი­ლად გა­მო­ა­ცხა­და. ოკუ­პან­ტი ქვე­ყა­ნა ქარ­თველ მო­ხა­ლი­სეს "შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტში და­ქი­რა­ვე­ბულ მებ­რძო­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას“ ედა­ვე­ბა.

რას წერს რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და?რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნინო კახ­ნი­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 359-ე მუხ­ლით აღიძ­რა.

სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მტკი­ცე­ბით:

ნინო კახ­ნი­აშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში 2022 წლის აპ­რილ­ში ჩა­ვი­და და "ქარ­თულ ეროვ­ნულ ლე­გი­ონს" შე­უ­ერ­თდა.

მან გა­ი­ა­რა სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბა და 2022 წლის სექ­ტემ­ბრამ­დე დო­ნეც­კის ოლ­ქში რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

რუ­სუ­ლი მხა­რე ამ­ტკი­ცებს, რომ მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნულ­მა სარ­დლო­ბამ ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბის წინა ხაზ­ზე აქ­ტი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა, კახ­ნი­აშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა, თუმ­ცა 2023 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ისევ ფრონტზე დაბ­რუნ­და. გააგრძელეთ კითხვა